გარდა ძალიან კონკრეტული გამონაკლისებისაკვოტირების სისტემა ძალიან სახიფათოდ მიმაჩნია. მათ შორის იმ ჯგუფებისთვის, ვისთვისაც კეთდება. კვოტირება თავისუფლების შეზღუდვაა. მესმის, რომ კეთილშობილური მიზნით, მაგრამ ამ შემთხვევაში ის მიზანი ვერ სრულდება, რაც დასახულია. სამაგიეროდ იზღუდება თავისუფლება და სტიგმა უფრო ინტენსიური ხდება. პრობლემა ოჯახებსა და თემებში გაბატონებულ დამოკიდებულებაშია, ქალთა მიმართ, ქალების აქტიურობის მიმართ დამოკიდებულებაში. ამ განწყობების შეცვლა კვოტების მეშვეობით პარლამენტში მეტი ქალის მოხვედრის შედეგად ვერ მოხდება.
კვოტების გამართლების ერთ-ერთი რაციონალური არგუმენტი ის არის, რომ ისეთ მაგალითებს ქმნის, რომლებიც კვოტების გარეშე ვერ იარსებებდა, ანუ აჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში ქალი შეიძლება იყოს პარლამენტში. ჩვენ ამ გამოწვევის წინაშე არ ვდგავართ, ასეთი მაგალითები არსებობს. კვოტების შემოღებამ ეს დამოკიდებულება შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს და შექმნას შთაბეჭდილება, რომ ქალები პარლამენტში ხვდებიან არა საკუთარი უნარების, არამედ სპეციფიკური ზომების გამო.
ჩვენი კონსტიტუცია “ბრმაა” სქესის მიმართ. ამოცანა უნდა იყოს, რომ საზოგადოებაც “ბრმა” გახდეს სქესის მიმართ. ნორმალური ვითარება მაშინ გვექნება, როდესაც ერთ არჩევნებში შეიძლება პარლამენტართა 65% ქალი იყოს, ხოლო შემდეგ არჩევნებზე – პირიქით. მნიშვნელობა იმას კი არ უნდა ჰქონდეს, რამდენი ქალი და კაცი გავიდა პარლამენტში, არამედ იმას, თუ რომელმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა გაიმარჯვა.
ამით იმის თქმა სულაც არ მსურს, რომ დღეს,საქართველოს პარლამენტში ქალთა მცირე რაოდენობა სწორედ პრობლემის შედეგი არ არის. უბრალოდ ამ პრობლემის აღმოფხვრის გზად კვოტებს არ მივიჩნევ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, გიგა ბოკერია გენდერული კვოტირების შესახებ ’17 მაისთან’ ინტერვიუში.

რადიო თავისუფლების ფოტო

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s