ფემინისტური ანიმაციები, რომლებიც ქალის სხეულის მიმართ არსებული დისკრიმინაციის წინააღმდეგაა მიმართული, 26 წლის ბრაზილიელ ილუსტრატორსა და გრაფიკოსს, კეროლ როსეტის ეკუთვნის.

“ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს, ქალების სხეული, ქცევა და ზოგადად, პიროვნება გააკონტროლოს. ამიტომ, დავიწყე ამ ილუსტრაციების სერიების გაკეთება, რათა რამდენიმე ადამიანისთვის მაინც მენახებინა, თუ რამდენად აბსურდული და არასწორია არსებული სტერეოტიპები”, – აღნიშნავს როსეტი.

  • როუზმა გადაწყვიტა, რომ შვილები არ ჰყავდეს. – ნუ დარდობ, როუზ, დედობა არჩევანია და შენი ეს გადაწყვეტილება, სხვა ქალებთან შედარებით, არაფრით გაკნინებს.

1

  • სიუზანი, ტრადიციიდან გამომდინარე, ჰიჯაბს ატარებს. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ის “მორიგი ქალია, რომელიც ისლამისგან დაიჩაგრა”. – სიუზან, ჩაიცვი ის, რასაც პირადად შენ გადაწყვეტ. არჩევანის თავისუფლების დემონსტრირებისთვის გახდა კი უფრო დამამცირებელია.

2

  • როდესაც ოლივიას თავზე თმა აღარ ჰქონდა, ის ფიქრობდა, რომ პარიკის გარეშე ქუჩაში ვერასდროს გავიდოდა. მაგრამ, ოლივიამ საკუთარი თავი ისეთი შეიყვარა, როგორიც არის. საკუთარ თავში პარიკის გარეშეც აღმოაჩინა სილამაზე.

3

  • ლაურას მუდამ თავისუფალი სტილის ტანსაცმელი აცვია, რადგან ე.წ. ქალის ტანსაცმელში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. – ლაურა, გენდერი ჩაცმულობის სტილს არ განსაზღვრავს. ყველას შეუძლია და უნდა შეეძლოს ატაროს ის, რაც მას სურს. შენს განკარგულებაში არა მხოლოდ ქალების სექცია, არამედ მთლიანი მაღაზიაა, სადაც შეგიძლია ტანსაცმელები შეარჩიო.

4

  • იზაურამ აბორტი გაიკეთა. იმის ნაცვლად, რომ იზაურას დახმარებოდნენ, ყველა განიხილავდა მისი ამ გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას.​ – იზაურა, მიუხედავად შენი ამ გადაწყვეტილების მიზეზისა, შენ იმსახურებ უსაფრთხო აბორტს.

5

  • ალისას ერთი ღამის პარტნიორები ჰყავს და ხშირი სექსი აქვს. მისი მეგობრები ეუბნებიან, რომ “საკუთარ თავს პატივი სცეს” და ეს ჩვევა მოიშალოს. – ალისამ კი იცის, რომ მის სექსუალურ ცხოვრებას პატივისცემასთან საერთო არაფერი აქვს.

6

  •  ვიტნი 10 წლის განმავლობაში ცდილობდა, წონაში დაეკლო და ამის გამო თავი ბედნიერად ეგრძნო, მაგრამ მიხვდა, რომ ბედნიერებაში მისი სხეული ხელს სულაც არ უშლიდა. ვიტნიმ გადაწყვიტა, რომ უბრალოდ, ბედნიერი ყოფილიყო. – სწორია, ვიტნი! არ დაუშვა, რომ ქალის სხეულის დისკრიმინაციული სტერეოტიპები შენსა და ბედნიერებას შორის ჩადგეს. ყველას აქვს უფლება, საკუთარ თავს პატივს სცემდეს.

7

  •  როდესაც მაიტეს 16 წლის ასაკში პირველად ჰყავდა მეგობარი გოგო, ყველა ფიქრობდა, რომ უბრალოდ ექსპერიმენტი იყო. ეს ყველაფერი შესაძლოა, ასეც ყოფილიყო, მაგრამ მაიტეს არ ახსენდება იგივე გაეგოს თავის დაზე, როდესაც მას პირველად ჰყავდა მეგობარი ბიჭი.

8

  • სილვიას ჭაღარა თმა აქვს. ხალხი მას ეუბნება, რომ შეიღებოს, რათა უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. – სილვია, თმის შეღებვა შენი არჩევანია და არა ვალდებულება. ასაკი სირცხვილი არ არის. შენი თმა ლამაზია და ეს შენი არჩევანია!

9

  • მარიანას სანაპიროზე სიარული ყოველთვის უყვარდა. თუმცა, ამ ბოლო დროს ხალხმა მასზე ცუდად დაიწყო ლაპარაკი და სთავაზობდნენ, რომ ბიკინის ნაცვლად რამე უფრო მოკრძალებული ჩაეცვა. – მარიანა, შენი სხეული ორნამენტი არაა, რომელმაც საზოგადოებას სიამოვნება უნდა მიანიჭოს. სანაპიროზე ისე უნდა იარო, როგორც შენ მოგწონს. იმ ადამიანებს, ვისაც შენი ჩაცმულობა არ მოსწონს, შეუძლიათ, სხვა მხარეს გაიხედონ.

10

  •  ამანდამ გადაწყვიტა, ფეხზე თმა აღარ გაეპარსა. – ამანდა, ეს შენი სხეულია და რაც გსურს, იმას გაუკეთებ. არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობს ხალხი შენზე.

11

  •  ანა გააუპატიურეს. – ანა, შენ მარტო არ ხარ. ეს შენი ბრალი არ არის. ეს შემთხვევა შენს პიროვნებას არ განსაზღვრავს. შენ ამ შემთხვევაზე გაცილებით მეტი ხარ.

12

  • რებეკა დეპრესიაში იყო და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეძლო, ის ტანსაცმელი ჩაეცვა, რომლებშიც მის სხეულზე დარჩენილი ნაიარევები ჩანს. – რებეკა, ეს ნაიარევები იმას გაგახსენებს, თუ რამდენად მამაცი იყავი. ფსიქოლოგიური ტკივილი ადამიანური მოვლენაა და ამ ტკივილის განცდა, არაფრით გაკნინებს.

13

  •  ურსულას არასდროს უყვარდა მაკიაჟის ტარება. – ურსულა, ეს პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს. შენი სახის უფროსი შენ ხარ.

14

  •  ანდრესა, ტაიანა, ლიზი და ლუანა – ყველა მათგანს რამდენიმე ტატუ აქვს. მათ არაერთხელ გაუგიათ, რომ ეს დაბალი ყოფაქცევის მქონე ქალების ნიშანია. – გოგონებო, ნუ ღელავთ, ასე გააგრძელეთ და როგორც გინდათ, ისე მოიხატეთ სხეული! დაწექით მასთან, ვისთანაც გსურთ. ტატუებსა და სექსუალურ ცხოვრებას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

15

წყარო

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s