მხატვარმა, ლია უკლებამ კატო მიქელაძის პრემია მიიღო. აღნიშნული პრემია ლია უკლებას ქალთა უფლებების სფეროში აქტივიზმისთვის გადაეცა.

მხატვარი აღნიშნავს, რომ ეს პრემია მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და მომავალში გეგმავს, რომ ამ მხრივ უფრო აქტიური იყოს.

“რა თქმა უნდა, გამიხარდა, რომ ეს პრიზი ავიღე. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საერთოდ განიხილა ჩემი კანდიდატურა და შემდეგ გადაწყვიტა, რომ ეს პრემია გადმოეცა. ჩემთვის ქალთა უფლებების თემა ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეულია, შესაბამისად ამ მხრივ აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას, სხვაგვარად არც შემიძლია”.

ლია უკლებამ “17 მაისთან” “ქალთა ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს.

“ პროექტი გულისხმობს street art-ს ქალთა უფლებების თემაზე ქუთაისში და წყალტუბოში. ამჟამად მიმდინარეობას მოლაპარაკება ქალაქის მერიებთან და კეთილმოწყობის სამსახურებთან, რომ ავიღო ნებართვა აღნიშნულ საკითხზე”, – აღნიშნა ლია უკლებამ.

ქალთა უფლებების დამცველი  კატო მიქელაძის სახელობის პრემია  ქალთა ფონდმა დააწესა.

როგორც „ქალთა ფონდი საქართველოში” ხელმძღვანელმა ნანა ფანცულაიამ აღნიშნა, „კატო მიქელაძის პრემიის“  დაწესების მთავარი მიზანი ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობის წახალისებაა.

მხატვარი, ლია უკლება, საზოგადოების ფართო ფენებისთვის ცნობილი მისი ერთ-ერთი ნამუშევრით, “ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით” გახდა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო გამოფენილი, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s