აამუშავე 259-ე მუხლი – ამ მოთხოვნით ხვალ, საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობასთან, აქცია გაიმართება. მონაწილეები ცხოველების მიმართ ჩადენილი სისასტიკის გამოუძიებლობას გააპროტესტებენ. ის 18 საათზე დაიწყება.

აქციის ორგანიზატორი, თიკო კვალიაშვილი “17 მაისთან” ამბობს, რომ ცხოველების მიმართ უამრავი დანაშაული ხდება, თუმცა ამის გამო არავინ ისჯება.

ალბათ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ უჯარმაში ძაღლს ყელი გამოჭრეს თანამდებობის პირებმა, ახლა კი ვნახეთ სასტიკად ნაწამები კატა – მოჭრილი თათი, რომელიც ვერსად ვიპოვეთ, ყელზე მოჭერილი მავთული, თვალებში შესხმული დეზადორი, უკანა ტანში გაკეთებული გაურკვეველი ნივთი ა.შ., მაგრამ არავინ დასჯილა.

ეს ჩვენში ბადებს პროტესტს, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი ვერ მუშაობს. პროკურატურა ვალდებულია, გამოიძიოს ყველა ის დანაშაული, რაც ხდება ცხოველების მიმართ. ხვალ ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს არა მხოლოდ პროკურატურის, არამედ ზოგადად სახელმწიფოს მიმართ”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ასევე ცხოველის წვალება – ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, დანაშაულის განმეორებით ჩადენა კი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s