პანკისელი გიორგი (სახელი შეცვლილია) “17 მაისთან” ყვება, რომ ჰომოსექსუალობის გამო ჩამოხრჩობას უპირებდნენ და ამისთვის ყულფიც კი მოამზადეს.

ეს გადაწყვეტილება პანკისის ერთ-ერთ სოფელში გიორგის ბიძამ, უხუცესებმა და სოფლის სხვა მცხოვრებლებმა მიიღეს. შემთხვევა 1 წლის წინ მოხდა.

“სოფელში ხვდებოდნენ, რომ გეი ვარ. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ იქ აღარ უნდა დავრჩენილიყავი.

მანამდე საბერძნეთში ვცხოვრობდი მამასთან, ცოტა ხნით საქართველოში ჩამოვედი და პანკისში წავედი, სადაც ჩემი ბებია და პაპა ცხოვრობენ.

აქ, როცა შეატყვეს, რომ გეი ვარ, დაცინვა და შევიწროება დამიწყეს, ეზოდანაც კი ვერ გავდიოდი, ჭიშკართან იდგნენ ბიჭები და ამბობდნენ, რომ წესი მაქვს გამოტანილი და უნდა მოვმკვდარიყავი. ეს მდგომარეობა დაახლოებით 5 თვეს გაგრძელდა.

შემდეგ კი ბიძაჩემმა ფარდულში თოკიც ჩამოკიდა, ყულფი, რომელზეც უნდა ჩამოვეხრჩვეთ.

როგორც გითხარით, ბებია და პაპა ყოველთვის მიცავდნენ. პაპას იარაღი აქვს, ‘გეკო‘, იმას დაავლო ხელი, დაანებეთ თავი, თორემ ყველას დაგხოცავთო. ამასობაში მე გამოვიქეცი.

დაახლოებით 4 კილომეტრი ვირბინე, მომდევდნენ. როცა თავი დამანებეს, ცოტა ხანი დავიცადე და მერე დავბრუნდი სოფელში. პაპამ ‘ადიალა’ გამომიტანა, იმაში გავეხვიე და იმ ღამეს საშხაპეში დავიძინე.

პოლიციისთვის არავის მიუმართავს, აზრი არ ქონდა. იქ სხვანაირი ხალხია, ადათ-წესებით ცხოვრობენ”.

შემდეგ გიორგი ისევ საბერძნეთში, მამასთან დაბრუნდა, რამდენიმე თვეში კვლავ საქართველოში ჩამოვიდა.

“დედაჩემს ძალიან არ უნდოდა, ჩამოვსულიყავი, იცოდა, რომ ბიძაჩემი და სხვა ნათესავები მეძებდნენ. როცა ჩამოვედი, ესეც გაიგეს. ჩემს მეგობრებთან ერთად კარავში, თავშესაფარში მივედი საცხოვრებლად, აქ მაინც ვერავინ მომაგნებს-მეთქი, მაგრამ ერთი პოლიციელი ჩემი სოფლელი აღმოჩნდა და გაიტანა ხმები”.

გიორგი მეგობარმა შეიფარა, ახლა კი მას სამსახურიც აქვს და მუშაობს, თუმცა სოფელში ჩასვლა კვლავ არ შეუძლია.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

2 Comments

  1. ღმერთოო.. :O მე უნდა წავსულიყავი ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში 1 კვირით მანდ. აღარ წავალ :O

    Like

    პასუხი

  2. მაია სახოკია 15/12/2015, 22:14

    ცხადია, დაუშვებელია უხუცესთა საბჭოებმა უკანონობით მართონ. სამოქალაქო კანონი ამას კრძალავს და სამართალდამცავებმა უნდა აღკვეთონ.

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s