ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, ქმედუუნაროდ აღიარებულ ქალზე სახელმწიფო ზეწოლას ახდენს.

PHR აცხადებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო მარიკა გაბესკირიას საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელის გამოტანას სთხოვს.

საქმე ეხება კონსტიტუციურ სარჩელს “მარიკა გაბესკირია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”. გაბესკირია ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ძველი რედაქციის მე-10 მუხლს ასაჩივრებს, რომელიც სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრებ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის უფლებას უზღუდავს. სარჩელში ნათქვამია, რომ ეს შეზღუდვა უკანონოა.

გაბესკირიას ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იცავს.

ორგანიზაციის ცნობით, ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში ორი სხდომა ჩატარდა, რომლის დროსაც სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მხრიდან საქმის ხელოვნურად გაჭიანურება სცადეს.

თუმცა, PHR-ის შეფასებით, სარჩელის მოთხოვნა უპრეცედენტო შემთხვევაა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალურმა მუშაკმა ვიზიტი განახორციელა მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში, შეხვდა მარიკა გაბესკირიას და მოსთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ეთქვა უარი. წარუდგინა დოკუმენტი და მოსთხოვა მასზე ხელის მოწერა, რის საფუძველზეც დადასტურდებოდა მარიკა გაბესკირიას სურვილი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებები მიმართულია კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის დაბრკოლების შექმნისკენ, რაც გამოიხატება ქმედუუნაროდ აღიარებულ ქალზე ზეწოლაში და ლახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის კონსტიტუციურ უფლებას, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მიმართოს სასამართლოს და ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. აღნიშნული ქმედებები აგრეთვე წარმოადგენს სოციალური მუშაკის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რაც გამოიხატა არასწორი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის მხრიდან თანხმობის მოპოვების მცდელობაში”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე “17 მაისთან” ამბობს, რომ მათ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, სახალხო დამცველსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის სამდივნოს უკვე მიმართეს და სოციალური მომსახურების სააგენტოზე, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელება მოსთხოვეს.

ჩვენ მივმართეთ ამ უწყებებს, რათა მათ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. იმიტომ რომ მოთხოვნა, მოსარჩელეებმა სარჩელი გამოიტანონ, ჩვენ შევაფასეთ, როგორც ზეწოლა ქმედუუნაროდ აღიარებულ ქალზე. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს სახელმწიფოს მზრუნველობაში მყოფ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალს, განახორციელოს თავისი კონსტიტუციური უფლებები.

ზეწოლის ფაქტის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ საკონსტიტუციო სასამართლოც, რათა მოსამართლეებმა იცოდნენ, როგორი ტიპის ხელის შეშლას აქვს ადგილი სახელმწიფოს მხრიდან”, – ამბობს ანა აბაშიძე.

მარინე გაბესკირიას საქმეზე სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s