ქარელის სოფელ აბისში, აბისის ციხე-დარბაზის ირგვლივ უნებართვოდ 2 მეტრი სიმაღლისა და 340 მეტრი სიგრძის კედელი აშენდა, კედლებს შორის კი ე.წ კელიების ასაშენებლად საძირკველია გამზადებული.

ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ინსპექციის წარმომადგენლებს არქიმანდრიტმა რაჟდენ აბუაშვილმა უთხრა, რომ მშენებლობა საპატრიარქოს საბჭოსთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად და მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.

სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე უკანონო მშენებლობა შეჩერებულია, ასევე, სამუშაოს მწარმოებელს მიეცა მითითება, დაუყოვნებლივ შეჩერდეს უნებართვო სამუშაოები და ტერიტორია პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

არქიმანდრიტს განემარტა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ან მის დამცავ ზონაში სამუშაოების განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა ან ძეგლის დამცავ ზონაში (სტატუსის მინიჭებისთანავე ძეგლს ავტომატურად უდგინდება დამცავი ზონა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნის საფუძველზე, ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა. სამუშაოების მწარმოებელს მიეცა მითითება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უნებართვო სამუშაოები და მოიყვანოს ტერიტორია პირვანდელ მდგომარეობაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება ყველა ის საჭირო და უმკაცრესი ღონისძიება, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული”, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის ძელგთა დაცვის სააგენტოს განცხადებაში.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s