ცვლილებები არასრულწლოვანთა ქორწინების რეგისტრაციის შეზღუდვის შესახებ მიღებულია – ამის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“77 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი, მივიღეთ ცვლილებები არასრულწლოვანთა ქორწინების რეგისტრაციის შეზღუდვის შესახებ! ნაკლები ნაადრევი ქორწინება საქართველოში”, – წერს კორძაია.

აღნიშნული ცვლილება 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინებას ეხება. ცვლილების მიხედვით, ამ პირების ქორწინების ნებართვის გაცემის უფლება მშობლებს აღარ აქვთ და ეს საკითხი მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია გახდა.

ძველი კანონით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით დაიშვებოდა. ხოლო, თანხმობაზე მათ მიერ უარის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, ე.წ. “პატივსადები მიზეზების არსებობისას”, დაქორწინების ნებართვის გაცემა სასამართლოს შეეძლო.

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s