საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (სეუ) ‘იდენტობას‘ საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრა.

ორგანიზაციის განათლების ოფიცრის თქმით, უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ეკა შიშინაშვილმა მას უთხრა, რომ ამ ტიპის ლექციების ჩატარება არც უნივერსიტეტის და არც სტუდენტების ინტერესებში არ შედის.

საქმე ‘იდენტობას’ პროექტს ეხება, რომლის ფარგლებშიც სეუ-ში თსუ-ს ასოცირებული პროფესორის, მაია მესტვირიშვილის საჯარო ლექცია ‘რატომ არის ძლიერი ჰომოფობია საქართველოში’ უნდა ჩატარებულიყო.

თუმცა, 17-თან საუბარში შიშინაშვილმა უარყო, რომ ორგანიზაციამ უარი ამ მიზეზით მიიღო. მისი თქმით, სეუ-მ იდენტობას სივრცე თავისუფალი აუდიტორიების არარსებობის გამო არ გამოუყო.

უკვე ყველაფერი გაწერილი გვაქვს, აუდიტორიები ძალიან დატვირთულია, ლექციები ყოველდღეა, მაგისტრანტების ლექციები საღამოს არის, ძალიან ბევრი რაღაც ხდება და დაკავებულია უბრალოდ აუდიტორიები. იანვარის შესახებ არ ვიცი-მეთქი ვუთხარი, წინასწარ როგორ ვუთხრა, იანვარში რა იქნება. მე ვიცი, დეკემბრამდე რა სიტუაციაა ჩვენთან.

კონკრეტულად ამ ლექციაზე არ ყოფილა საუბარი. ჩვენს ინტერესებში ვიგულისხმე, რომ აბიტურიენტებისთვის და სტუდენტებისთვის რაც ტარდება, ეგ გაწერილია და იანვარში რა მოხდება, არ ვიცი.

იანვარში მოგვწერონ და მაშინ გავცემთ პასუხს, რა სიტუაცია იქნება”.

‘იდენტობას’ პროექტი ‘გენდერის და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა’ კანადის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ის მიზნად ადამიანის უფლებების სწავლების, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობის და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებისთვის სტუდენტების ჩართულობას ისახავს. სხვადასხვა უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ჩატარებას ‘იდენტობა’ სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გეგმავს.

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

One Comment

  1. ნინო 16/12/2015, 16:46

    აგრარულში მოით ❤💙

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s