ნინო კუპატაძე, სოციალური ცენტრის “კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” ბენეფიციარი: “აქ 2006 წლის 23 ოქტომბერს მოვედი. თავიდან სანთლების სახელოსნოში დავიწყე მუშაობა, მაგრამ იქ ძალიან მიჭირდა. სამზარეულოში რომ გადმოვედი, მიხარია. ბევრი მეგობარი შევიძინე, ძალიან მივეჩვიე ოჯახურ საქმიანობას. ვამზადებთ წვნიანებს, მშრალ საჭმელებს, მეც ვიღებ მონაწილეობას ამის გამზადებაში. ეს ადგილი რომ დაიხუროს ძალიან გამიჭირდება. ეს ტრაგედია იქნება, რადგან აქ მყავს მე ბევრი მეგობარი, ბევრი ნაცნობი ადამიანი და ამას ვერ გადავიტან”.

შეგახსენებთ, რომ სოციალური ცენტრი “კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” დაფინანსების შეწყვეტის გამო შესაძლოა დაიხუროს. სოციალური ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მათი ცენტრი აქამდე უცხოური დონორი ორგანიზაციების დაფინანსების შედეგად ფუნქციონირებდა, 2015 წლის ბოლოს კი ისინი დაფინანსების გამოყოფას წყვეტენ. სახელმწიფო კი მათთვის დაფინანსების გაზრდას არ აპირებს.

“კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” და მისი სტრუქტურული ერთეული “სოციალური თერაპიის სახლი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, კერძოდ, გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ზრდასრულ ადამიანებს 1990 წლიდან ემსახურება. თერაპიულ სახელოსნოებში 55 შშმ პირი საქმიანობს და ჩართულია მხატვრულ და კულტურულ აქტივობაში.

ცენტრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სულ 7 სხვადასხვა პროფილის სახელოსნო-საწარმო: საქსოვი, სადურგლო, სტამბა, სანთლების, ხელოვნების, მეორადი ქაღალდების და სამზარეულო, რომლებშიც ბენეფიციარები პროდუქციას ყოველდღიურ რეჟიმში ამზადებენ.

გარდა შშმ პირების სოციალური თერაპიისა, „კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა. ორგანიზაციის მიერ თარგმნილი და გამოცემულია 18 წიგნი. ასევე ტარდება სხვადასხვა კურსები სოციალ-თერაპევტების მოსამზადებლად.

IMG_3446

IMG_3442

IMG_3432

IMG_3425

IMG_3441

IMG_3420

IMG_3380

IMG_3408

IMG_3373

IMG_3338

IMG_3372

IMG_3314

IMG_3335

IMG_3308

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s