საქართველოს რეგიონების ბაღებში არსებული მძიმე მდგომარეობის აქტუალიზების მიზნით, 22 დეკემბერს, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში “ხელოვანების აქცია” გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი, ლუიზა ლაფერაძე “17”-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ბაღებში არსებული მდგომარეობის წინ წამოწევის საკითხი ტყიბულის N5 საბავშვო ბაღზე საუბრით დაიწყება.

“ტყიბულში, ლენინის უბანში მდებარე N5 საბავშვო ბაღი დღევანდელ დღემდე საბჭოთა დროის ინვენტარით ცოცხლობს. ინსტიტუციაში არსებული მდგომარეობა მცირეწლოვანი მოზარდების ფსიქიკაზე აისახება და სამუდამოდ აღიბეჭდება მათ მეხსიერებაში.

აქციის მიზანია, ერთი კონკრეტული და შედარებით მცირე მასშტაბის პრობლემის მოგვარებით ბიძგი მიეცეს საქართველოსთვის გლობალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის აქტუალიზაციას. ასევე, მცირე წვლილი შეიტანოს პრობლემის თანდათანობით, ეტაპობრივად მოგვარებაში”, – აღნიშნავს ლაფერაძე.

მისივე თქმით, აქციაში 70-მდე ხელოვანია ჩართული, რადგან არსებული პრობლემის მოგვარება, უშუალოდ პრობლემის წინაშე მდგომი ადამიანების მონაწილეობით ვერ მოხერხდა.

“ერთი ბაღის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ნიშნავს, წელიწადში საშუალოდ 40 მცირეწლოვანი მოზარდისათვის პირობების გაუმჯობესებას. პრობლემის მოგვარებაში არტისტების დიდი ჯგუფის ჩართულობა კი ქვეყნის განვითარებაში სოციუმის აქტიური მონაწილეობა იქნება”, – ამბობს ლუიზა ლაფერაძე.

აქციის ორგანიზატორი “17”-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ხელოვანების აქციაში ჩართვა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი როლის გაზრდისკენაცაა მიმართული.

“აქციით, რომელშიც საქართველოში თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოღვაწე არტისტები ვერთიანდებით, გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და დავსვათ შეკითხვა ხელოვანის როლის შესახებ თანამედროვე საზოგადოებაში. ჩვენი ქმედებით გვინდა რეალურ ცვლილებებს ჩავუყაროთ საფუძველი და მოქმედებისთვის ამ სივრცეს ვთავაზობთ ყველა იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებს და გამოხატავს მზაობას ამ ცვლილებებისათვის”, – აღნიშნავს ლაფერაძე.

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s