17 დეკემბერი სექს მუშაკთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღეა. ის 2003 წლიდან აღინიშნება.

თავდაპირველად 17 დეკემბერი Green River Killer-ის, იმავე გერი რიდვეის, ამერიკელი სერიული მკვლელის მსხვერპლთა ხსოვნის დღე იყო. რიდვეიმ სიეტლში, 1980-1990-იან წლებში, სიცოცხლეს 90-ზე მეტი ქალი გამოასალმა. სერიული მკვლელის მსხვერპლთა უმეტესობა სექს მუშაკი იყო.

დროთა განმავლობაში ეს დღე სექს მუშკთა მიმართ ძალადობისგან დაცვის დღედ ჩამოყალიბდა და მიზნად სექს მუშაკების მიმართ ჩადენილი, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ფაქტებზე ყურადღების გამახვილებას ისახავს.

17 დეკემბრის სიმბოლო წითელი ქოლგაა. ქოლგა, როგორც პროტესტის ნიშანი, პირველად 2001 წელს, ვენეციის 49-ე ბიენალეზე გამოიყენეს.

სექს მუშაკები ძალადობის მსხვერპლნი საქართველოშიც ყოველდღიურად ხდებიან. ორგანიზაცია ‘იდენტობასაუთრიჩერი, ლადო ბიწაძე ‘17’-თან საუბრისას ამბობს, რომ ისინი სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი როგორც კლიენტების, ისე სამართალდამცველების მხრიდან ხდებიან.

შეგვიძლია გამოვყოთ სექს მუშაკებზე მოძალადეების რამდენიმე კატეგორია – პირველი არის ის, რომ არ არსებობს კანონი, რომელიც მათ დაიცავს, ამიტომ ისინი კლიენტების მხრიდან ხშირად ხდებიან წამების და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლები.

ისინი გაკიცხვისა და ქილიკის ობიექტები არიან საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდანაც, რომელთათვისაც სექს სამუშაო დამამცირებელ სამუშაოდ აღიქმება.

სექს მუშაკებზე რეგულარულად ძალადობენ სამართალდამცველებიც: ისინი არ ერიდებიან ამ ადამიანებზე არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ ძალადობას მაშინ, როცა იმ ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ, სადაც დგანან ხოლმე’.

ბიწაძის თქმით, სექს მუშაკებს შორის არის კიდევ უფრო დისკრიმინირებული, ტრანსგენდერი სექს მუშაკების ჯგუფი.

არ უნდა დაგვავიწყდეს სექს მუშაკებს შორის ყველაზე მეტად დისკრიმინირებული ადამიანები – ტრანსგენდერი სექს მუშაკები, როგორც განსაკუთრებულად დისკრიმინირებული ჯგუფი ამ ჯგუფს შიგნით. ისინი კიდევ უფრო დიდი ჩაგვრის და ძალადობის მსხვერპლები ხდებიან ყოველდღიურად, რამდენადაც მათ საერთოდ არავინ იცავს.

ამიტომ, 17 დეკემბრის აღნიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, სექს მუშაკების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, ამ დღეს კი ამაზე ყურადღების გამახვილება ხდება. რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ პრობლემებზე, მით უფრო მალე მივაღწევთ იმას, რომ მათი უფლებები იქნება დაცული’.

საქართველოს კანონმდებლობით, სექს სამუშაო არ არის ლეგალური.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, 172/3 მუხლის მიხედვით, პროსტიტუცია გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას.

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა კი სისხლის სამართლის დანაშაულია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლი – პროსტიტუციაში ჩაბმა:

1. პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ან არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმისაგან სარგებლის მიღება, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

მუხლი 254, პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა, –

ისჯება ჯარიმით ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s