სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალების 95%, რომელთაც აბორტი აქვთ გაკეთებული, მიიჩნევს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

ეს ახალი კვლევაა, რომელიც ჟურნალში PLOS ONE დაიბეჭდა. მასში მონაწილეობა 670-მა ქალმა მიიღო. ყველა მათგანმა აბორტი ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში გაიკეთა. კვლევა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილე ქალების საშუალო ასაკი 25 წელია, მონაწილეთა 1/3 თეთრკანიანია, 1/3 -მშავკანიანი, 21% – ლათინოამერიკელი და 13%  – სხვადასხვა რასის წარმომადგენელი.

ისინი სატელეფონო  კითხვარებს აბორტის გაკეთებიდან ყოველ 6 თვეში ავსებდნენ.

მონაწილეთა 53% მიიჩნევდა, რომ აბორტის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო. თუმცა იმასაც აღნიშნავდნენ, რომ ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ აცნობიერებდნენ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ ამ ქალებს არ აღენიშნებოდათ “აბორტის შემდგომი ტრავმატული სინდრომი” – შოკური ტაქტიკა, რომელსაც კრიზის ცენტრებში მიმართავენ, რათა ქალებს ფეხმძიმობის შეწყვეტა გადააფიქრებინონ.

კვლევის მიხედვით, უშუალოდ აბორტის  შემდგომ პერიოდში ქალებს სხვადასხვა ემოცია ეუფლებოდათ. თუმცა როგორც ისინი ამბობენ, მათ მეტწილად გათავისუფლების განცდა ჰქონდათ და მომდევნო 3 წლის განმავლობაშიც იმავეს გრძნობდნენ. რაც დრო გადიოდა, ისინი ნაკლებად ფიქრობდნენ გაკეთებულ აბორტზე.

ერთ-ერთი მკვლევარი ამბობს: აბორტის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული დისკურსის თანახმად, აბორტი  ემოციურად საზიანოა ქალებისთვის და რომ ჩვენ ამის გამო უნდა დავიცვათ ქალები აბორტისგან. მაგრამ იმის შესახებ, თუ როგორ და რას გრძნობენ ქალები აბორტის შემდეგ – ნაკლებად გვაქვს მონაცემები. თუმცა სამართლებრივ გადაწყვეტილებებს  იმ მოსაზრებებზე დაყრდნობით იღებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ქალებს უარყოფითი დამოკიდებულება  აქვთ. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ საზოგადოდ მიღებულ წარმოდგენებს აბორტის შემდგომი მავნე ემოციური ფონის თაობაზე. კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები მართლაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აბორტის ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვების საფუძვლებს, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა – მოსაცდელი პერიოდები, კონსულტაციები აბორტის ჩატარებამდე, ექიმების მიერ ქალებისთვის წაკითხული სამედიცინო ტექსტები,  რომლებიც ბუნდოვან რჩევებს მოიცავს.

კიდევ ერთი მსგავსი კვლევის მიხედვით კი, აბორტით გამოწვეული სიკვდილიანობა იშვიათია. ეს აქარწყლებს აბორტის შესახებ კიდევ ერთ მცდარ  წარმოდგენას, რომელსაც ექიმები ხშირად ეყრდნობიან, რათა ქალებმა ამ პროცედურის ჩატარება გადაიფიქრონ.

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s