გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, 2011-2020 წლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 140 მილიონი ბავშვი შექმნის ოჯახს.

ბავშვების ქორწინების არსებული სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად 14,2 მილიონი, ყოველდღიურად კი 39,000 არასრულწოვანი ბავშვი ქმნის ოჯახს.

გარდა ამისა, 140 მილიონი დაქორწინებული არასრულწლოვანი გოგონადან 18,5 მილიონი 15 წლამდეა.

მიუხედავად ფიზიკური დაზიანებებისა და მუდმივი დისკრიმინაციისა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მხრივ გარკვეული პროგრესი შეინიშნება.

“ბავშვების ქორწინება ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და შემაძრწუნებელი სახეა, რადგან დაქორწინებულ არასრულწლოვან გოგონას ერყევა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერთმევა განათლების მიღების შესაძლებლობა და სამომავლო პერსპექტივები”, – აღნიშნავს გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ბაბატუნდ ოსოთიმეჰინი.

არასრულწლოვანი დაქორწინებული გოგონები არიან ოჯახური და სექსუალური ძალადობის რისკ-ჯგუფი. ორსულობის დროს გართულებები და მშობიარობა 15-19 წლის გოგონების გარდაცვალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება.

“გოგონებს ბავშვობა, განათლების შესაძლებლობა და ჯანმრთელობა არ უნდა წავართვათ. დღემდე მილიონობით არასრულწლოვანი გოგონა ოჯახის შექნით უარს ამბობს თავის უფლებებზე” , – აღნიშნავს გაეროს ქალთა აღმასრულებელმა დირექტორმა, მიშელ ბაჩელეტმა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 158 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ქორწინების უფლება 18 წლამდე ადამიანებს არ აქვთ, აღნიშნული კანონი იშვიათად მოქმედებს და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ტრადიციებიდან და საზოგადოებრივი ნორმებიდან გამომდინარე ცხოვრობს.

საქართველოს კანონმდებლობაში ამ მხრივ ცვლილება 16 დეკემბერს შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“77 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი, მივიღეთ ცვლილებები არასრულწლოვანთა ქორწინების რეგისტრაციის შეზღუდვის შესახებ! ნაკლები ნაადრევი ქორწინება საქართველოში”, – წერს კორძაია.

აღნიშნული ცვლილება 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინებას ეხება. ცვლილების მიხედვით, ამ პირების ქორწინების ნებართვის გაცემის უფლება მშობლებს აღარ აქვთ და ეს საკითხი მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია გახდა.

ძველი კანონით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით დაიშვებოდა. ხოლო, თანხმობაზე მათ მიერ უარის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, ე.წ. “პატივსადები მიზეზების არსებობისას”, დაქორწინების ნებართვის გაცემა სასამართლოს შეეძლო.

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s