აამუშავე 259-ე მუხლი – ამ მოთხოვნით მთავარ პროკურატურასთან აქცია გაიმართა, სადაც ბოლო დროს ცხოველების მიმართ ჩადენილი და გამოუძიებელი სასტიკი მოპყრობის ფაქტები გააპროტესტეს.

მონაწილეებს მთავარი პროკურატურის შენობასთან ძაღლები ჰყავდათ მიყვანილი.

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ პროკურატურამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი აამუშავოს და ცხოველთა მიმართ ჩადენილი სისასტიკის ფაქტები აღკვეთოს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი “17”-თან საუბარში ამბობს, რომ პროკურატურა არ ინტერესდება ცხოველთა უფლებებით. მათი თქმით 98%-ით ცხოველთა მიმართ გამოჩენილი სისასტიკე გამოძიებული არ არის.

“მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საქართველოში ცხოველთა უფლებები დავიცვათ. იყო შემთხვევა, როცა უჯარმაში თანამდებობის პირებმა ნასვამ მდგომარეობაში მოკლეს ძაღლი და ისინი ჯერაც დასჯილან. გარდა ამისა, დამოუკიდებელმა გამომძიებელმა სკოლის ტერიტორიაზე კატა იპოვა, რომელიც დამწვარი იყო და საეჭვო ნივთიერება ჰქონდა გადასხმული. ცხოველების მიმართ უამრავი დანაშაული ხდება, რომელიც სათანადოდ არ ისჯება. ჩვენი მოთხოვნა, 259-ე მუხლი, რომელიც რეალურად უნდა იცავდეს ქვეყანაში ცხოველთა უფლებებს, ამუშავდეს ისე, როგორც გათვალისწინებულია”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თიკო კვალიაშვილმა.

IMG_3722

თიკო კვალიაშვილი

იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეების მოთხოვნას პროკურატურა არ გაითვალისწინებს, ცხოველთა დამცველები გეგმავენ, რომ საერთაშორისო ცხოველთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს წერილით მიმართონ.

“მივწერთ, რომ საქართველოში ჭირს ცხოველთა უფლებების დაცვა და რომ სახელმწიფო არ გვიდგას გვერდში. ის ადამიანები, რომლებსაც ცხოველების ბედი გვაღელვებს, ბევრნი ვართ და სახელმწიფომ ყურადღება უნდა მოგვაქციოს”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სოფო ჯიბუტი გამოცემა “17”-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ასევე ცხოველის წვალება – ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, დანაშაულის განმეორებით ჩადენა კი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

IMG_3736

IMG_3760

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s