ახალ ზელანდიაში მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესიის ლგბტ მიმდევრებს ეკლესიაში ქორწინების გაფორმება უკვე ოფიციალურად შეუძლიათ. აღნიშნული წესი შობადობის, სიკვდილიანობისა და ქორწინების გენერალ-რეგისტრატორმა, ჯეფ მონდგომერიმ 1 კვირის წინ მიიღო.

აღნიშნული სიახლე ეკლესიამ თავის მიმდევრებს ფეისბუქის საშუალებით ამცნო.

მფრინავი სპაგეტის მონსტრი, იგივე, პასტაფარიანიზმი რელიგიაა, რომელსაც არასერიოზული დამოკიდებულება აქვს ზოგადად რელიგიებისადმი. იგი სკოლებში გონივრული ჩანაფიქრის თეორიისა და კრეაციონიზმის სწავლებას ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამ რელიგიის მიმდევრების საჯარო აღიარებისა, რომ პასტაფარიანიზმი ჭეშმარიტი რელიგიაა, საზოგადოებისთვის იგი ცნობილია, როგორც რელიგიის პაროდია.

“მფრინავი სპაგეტი მონსტრი” პირველად აღწერა ბობი ჰენდერსონმა, 2005 წელს, თავის სატირული შინაარსის ღია წერილში, რითაც გააპროტესტა კანზასის შტატის განათლების პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება საჯარო სკოლების სამეცნიერო კლასებში, გონივრული ჩანაფიქრის თეორიის, როგორც ევოლუციის ალტერნატივის, სწავლებას ისახავდა მიზნად.

წყარო

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s