17 წლის ვასილი ობიედკოვმა 2 წლის წინ, ავტოავარიის შედეგად, ფეხის დაზიანება მიიღო. ფინანსური სიდუხჭირის გამო, ოჯახმა ვერ უზრუნველყო მისი დროული მკურნალობა. 

ახლა, ვასილს სასწრაფოდ ესაჭიროება შემდეგი გამოკვლევები:

ნევროლოგის კონსულტაცია (50ლ) + მიგრაფია (50ლ);

ქვედა კიდურების კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით (490ლ);

ვენური დუპლექი (55 ლ);

ტრავმატოლოგის კონსულტაცია (45) + მარჯვენა ქვედა კიდურის რენდგენოგრაფია (100 ლ).

ვასილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მას 4 წლამდე ქართული დაბადების მოწმობა ჰქონდა. თუმცა, მამამ შვილის ქართული წარმომავლობა და კვალის წასაშლელად ჯერ ყალბი დაბადების მოწმობა, შემდეგ კი პირადობის მოწმობა გაუკეთა.

2 კვირის წინ დედა მოძალადე მამას რუსეთიდან საქართველოში გამოექცა. ამჯერად, ვასილი ვერ ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქეა, შესაბამისად სერვისებით ვერ სარგებლობს.

ვასილ ობიედკოვს აღნიშნული გამოკვლევებისთვის ჯამში 790 ლარი ესაჭიროება.

დახმარების სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 595 48 50 70

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s