რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას”  საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრებმა გეი კაცმა მიმართა, რომელიც თანამოქალაქეების მხრიდან დისკრიმინაციაზე, ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხელყოფის საფრთხეებზე საუბრობდა.

“იდენტობას” იურისტის, ნინო ბოლქვაძის თქმით, ქალაქში კაცის მიმართ აგრესიის დონე საკმაოდ მაღალია, რის გამოც, ის 2014 წლის დეკემბრიდან, ანუ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, სახლში იმალებოდა.

“ქალაქის მცხოვრებლებმა გაიგეს მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და ამ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება დაიწყეს: “ეს ბიჭი გათხოვდა” და ა.შ. ინფორმაციას ავრცელებდნენ ასევე მის ნათესავებთან, თანამშრომლებთან, ადგილობრივ ტელევიზიაშიც კი მორბენალი სტრიქონის საშუალებით მის სექსუალურ ორიენტაციაზე უთითებდნენ. იმდენად გამწვავდა სიტუაცია, რომ ქუჩაში, საჯარო სივრცეებში, ქალაქის ცენტრში მისი დევნა დაიწყეს. შეიძლება ვიღაცა გაჩერებულიყო და ჩხუბი დაეწყო. სიტყვიერი შეურაცხყოფიდან და ფიზიკურ შეურაცხყოფამდეც მიდიოდა საქმე”, – აღნიშნავს იურისტი.

ნინო ბოლქვაძე “17”-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ ადამიანის შემთხვევაში საქმე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან, პირადი ცხოვრების ხელყოფასა და არაადამიანურ მოპყრობასთან გვაქვს.

აღნიშნული საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 142-ე მუხლითაა დაწყებული, რომელიც გულისხმობს ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას, მათი ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო.

“მოვითხოვეთ, სწორად მომხდარიყო აღნიშნული ფაქტის კვალიფიკაცია და პრინციპში, ამ მხრივ პოლიციასთან თანამშრომლობა შედგა. შედეგად გვაქვს ის, რომ გამოძიება დაწყებულია და დაწყებულია სწორედ ამ მუხლით, რაც, რა თქმა უნდა, არ არის გარანტია იმისა, რომ ბოლომდე აღდგება ამ კონკრეტული ადამიანის უფლებები. დიდი შანსია, რომ ამ ადამიანისთვის სრულად უსაფრთხო გარემო ვერ შეიქმნას, მაგრამ ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში, მაინც პოზიტიურად ვაფასებთ”, – აღნიშნავს ნინო ბოლქვაძე.

“იდენტობას” იურისტი აღნიშნავს, რომ გარდა მსგავსი შემთხვევების სწორი კვალიფიკაციით გამოძიებისა, სახელმწიფომ ის პოზიტიური ვალდებულებებიც უნდა შეასრულოს, რომლებიც ლგბტ თემის წარმომადგენლებს ქვეყანაში თავიანთი უფლებების სრული რეალიზების საშუალებას მისცემს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s