ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოს შესახებ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საქართველომ დასახულ ნიშულებს თითქმის მიაღწია.

ანგარიშში აღნიშნულია, საქართველომ, სახალხო დამცველის აპარატის პატრონაჟით, დაიწყო და აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით თანასწორობის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საკითხების შესახებ.

“2015 წლის 17 აგვისტოს, 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმასთან ერთად სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სტრატეგია დამტკიცდა.

სახელმწიფოს უწყებათაშორისი კომისია აგრძელებს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგს იმ შედეგების ჩათვლით, რომელიც 2020 წლისთვის უნდა იქნეს მიღწეული. შესაბამისმა უწყებებმა ყოველი დაგეგმილი აქტივობისთვის ფინანსები უნდა გამოყონ.

ეს ახალი სტრატეგია ფოკუსირდება ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე გადაწყვეტილების მიმღებ, პოლიტიკურ ცხოვრებასა და სახელმწიფო სამსახურებზე, ენობრივი ბარიერების მოშლის ჩათვლით. ყველა შესაბამისმა სამინისტრომ და სახელმწიფო უწყებამ ერთობლივი ძალისხმევა უნდა გასწიონ, რათა ადამიანებს მიაწოდონ ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ, ასევე იმისთვის, რომ მეტად ხელმისაწვდომი გახდეს განათლება და შენარჩუნდეს მათი კულტურული მემკვიდრეობა.

საქართველომ გააგრძელა პროფესიონალი იურისტების დატრენინგება ადამიანის უფლებების, თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციული საკითხების შესახებ. ტრენინგ კურსები, რომელიც ძირითადად განკუთვნილი იყო მოსამართლეების, პროკურორებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობით ჩატარდა.

საქართველომ რეკომენდირებული აქტივობების იმპლემენტაცია დამაკმაყოფილებელი ფორმით მოახდინა. კომისიას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით სასურველი ნიშნული მიღწეულია”.

რაც შეეხება ადამიანებით ვაჭრობას (ტრეფიკინგს), ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ ამ კუთხით მიზანს ნაწილობრივ მიაღწია.

“ჩატარდა მონიტორინგი იმ ორ თავშესაფარში, რომელის ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის არსებობს და დაიდო დასკვნა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ეს თავშესაფრები მეტად იქნება მორგებული ბავშვთა საჭიროებებს. დაკომპლექტდა პერსონალი, რომელიც იზრუნებს ტრეფიკინგის მსხვერპლებსა და მათი შვილებზე, რომელთა რეაბილიტაციაც ინდივიდუალურად მოხდება.

საქართველომ გადადგა აღსანიშნავი ნაბიჯები შრომით ტრეფიკინგთან დაკავშირებით. შრომის ინსპექტორმა, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2015 წელს შეიქმნა, უკვე 75 კომპანიის ინსტექტირება მოახდინა. ამჟამად შრომის ინსპექციას აქვს უფლება, შეამოწმონ კომპანიები, თუ მათ გაუჩნდებათ ვარაუდი შრომითი ტრეფიკინგის, ექსპლუატაციის და იძულების შესახებ, მაგრამ უწყებას არ აქვს სანქციების გატარების შესაძლებლობა”, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s