ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს 26 ივნისის გადაწყვეტილებით, ლგბტ ქორწინება ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გახდა. ამ საკითხზე შტატების უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე მსჯელობდა. ლგბტ ქორწინების დაკანონებას მხარი 5-მა მათგანმა დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგ წავიდა. ქორწინების თანასწორობის ბედი მოსამართლე ენტონი მ. კენედის ხმამ გადაწყვიტა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კონსტიტუციაში ქორწინების ჩანაწერის გაკეთებაზე 2014 წლის 28 მარტს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა და აღნიშული ჩანაწერი კონსტიტუციაშიც უნდა გაკეთდეს.

პოლიტიკური ქულების დასაწერად, პოლიტიკოსები ხშირად ახმოვანებენ ისეთ იდეებს, რომლებიც საზოგადოების უმრავლესი ნაწილისთვის სასურველი და მისაღებია. პრემიერის ინიციატივა, კონსტიტუციაში ოჯახი ქალისა და კაცის ერთობად აღინიშნოს, სწორედ ქულების დაწერის ერთ-ერთი მაგალითია.

რას ფიქრობს საზოგადოება ქორწინების თანასწორობაზე და მათი აზრით, უნდა ჰქონდეთ თუ არა ლგბტ ადამიანებს ქორწინების უფლება – ამ კითხვით გამოცემა “17”-მა ფეხით მოსიარულეებს მიმართა.

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s