შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების განცხადებებს, სადაც ისინი პოლიტიკოსების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ეხმაურება. მათი განცხადებით, ამ ტიპის ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს ინფორმაციას განსაკუთრებით სახიფათო ბუნების მქონე შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შესახებ და მოითხოვს, რომ გამოძიება წარიმართოს შემჭიდროვებულ ვადებში. ასევე, დროულად გაეცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს მაღალი თანამდებობის პირების და პოლიტიკოსების არაჯანსაღი რეაქცია კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

“საქმის დროულად და სრულყოფილად გამოძიებაზე განსაკუთრებული აქცენტების დასმის ნაცვლად, მათი მხრიდან მითითებები გაკეთდა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ ცრუ დასმენის ბრალდებით შესაძლო პასუხისმგებლობაზე. აგრეთვე, გაკეთდა ბუნდოვანი მითითებები იმაზე, თუ რატომ არ მიაწოდა ამ დრომდე ალექსანდრე ელისაშვილმა საგამოძიებო ორგანოებს მომხდარზე ინფორმაცია. ამ რიტორიკას იზიარებდა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების და მოქმედი მთავარი პროკურორის განცხადებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის და საპროკურორო საბჭოს წევრის ეკა ბესელიას განცხადებებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ დაუშვებელია საპროკურორო საბჭოს წევრის მიერ, საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საქმის ირგვლივ, რომელშიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზეა საუბარი, მსგავსი საჯარო განცხადების გავრცელება.

“ეს შესაძლოა ნეგატიურად აისახოს პროკურატურის საქმიანობაზე და საფრთხე შეუქმნას მიმდინარე პროცესის ობიექტურად და პოლიტიკური გავლენის გარეშე წარმართვას.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების მხრიდან წახალისებული უნდა იყოს შესაძლო დანაშაულზე საგამოძიებო ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეების მხრიდან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმე შესაძლოა ეხებოდეს გავლენების მქონე პირებს, რაც განმცხადებლისთვის დამატებით ტვირთს და სირთულეს წარმოადგენს”.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ისინი გააგრძელებენ საქმეზე დაკვირვებას დაწყებული გამოძიების მსვლელობასა და მის შედეგებზე.

განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI), იდენტობა, კავშირი “საფარი”, მედიის განვითარების ფონდი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” (OSGF), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s