საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 8 ოქტომბერს მომხდარი ფაქტი, როდესაც მესაკუთრემ აუტისტური სპექტრის მქონე შვილი დედასთან ერთად სახლიდან გამოაგდო, დისკრიმინაციულად შეაფასა. ომბუდსმენმა დაადგინა, რომ ბინის მესაკუთრის მიერ ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის რეალური მიზეზი ბავშვის შესაძლებლობის შეზღუდვა იყო.

“ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა იმ მოტივით, რომ ბავშვი არის აუტისტური სპექტრის მქონე, მესაკუთრეს არ სურს ბავშვმა მის მიერ გაქირავებულ სახლში იცხოვროს, ასევე ის მცდარი და სტერეოტიპული შეხედულება, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი აუცილებლად რამეს დააზიანებს ან/და დააშავებს, ვერ ჩაითვლება განსხვავებული მოპყრობის ლეგიტიმურ მიზნად. ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში კი, განსხვავებული მოპყრობა ვერ იქნება მიჩნეული გამართლებულად. დადგინდა, რომ ლ.გ.-მ ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია ლ. ბ.-ს და მისი ოჯახის წევრების მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს სამშვილიანი ოჯახი, ნაქირავები სახლიდან იმიტომ გამოაგდეს, რომ მშობლებს ერთ-ერთი შვილი აუტისტური სპექტრის მქონე ჰყავთ. ბავშვის დედის თქმით, საზოგადოების მსგავსი დამოკიდებულება ძალიან დიდი პრობლემას წარმოდგენს, რომელზეც ბევრი არ საუბრობს და შესაბამისი ორგანოები ასეთ ფაქტებზე არანაირ რეაგირებას არ ახდენენ. მისი განცხადებით, იგი უკვე მეორედ გამოასახლეს იგივე მიზეზით.

C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s