ვცხოვრობდი ბავშვთა სახლში. 18 წლამდე ვიზრდებოდი დიდ ინსტიტუციაში, ბავშვთა ინტერნატში. ჩემი ბავშვთა სახლში ცხოვრების ბოლო წლებში, იხურებოდა დიდი ბავშვთა სახლები და სხვა ბავშვები მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში გადაჰყავდათ. მე კი უკვე 18 წელი მისრულდებოდა და  ამ სახლებშიც ვერ გადავიდოდი.

16-17 წლის ასაკიდან დავიწყე იმაზე ფიქრი, რას გავაკეთებდი, როცა სრულწლოვანი გავხდებოდი, როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება. არ მქონდა პროფესია, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება არ შემეძლო, დამოუკიდებლად ცხოვრება გამიჭირდებოდა, ჯარში ‘დამბრაკეს’. პანსიონატში ჩემი ჩარიცხვის პროცესი დროში გაიწელა, საბუთები იყო მოსაწესრიგებელი.

როცა 18 წელი შემისრულდა, მონასტერში წავედი, მაგრამ აქ დიდხანს დარჩენა არ შემეძლო და მოვხვდი ქუჩაში. გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლა მიწევდა. ხშირად ღამეს ბენზინგასამართ სადგურში ვათევდი. ვჭამდი სუპერმარკეტებში ჩამოწერილ საკვებს. რომ არ ჩამძინებოდა და  სიცივისგან  არ გავყინულიყავი, მთელი ღამის განმავლობაში ქუჩაში ფეხით დავდიოდი, დიდუბიდან ავლაბრამდე მივდიოდი ხოლმე. 10 თვის განმავლობაში ცხოვრება გაუსაძლის პირობებში მომიხდა.

დროებით ისევ ბავშვთა სახლში დავბრუნდი, სადაც ჩემს გარდა არავინ იყო. ამ დროს ის, როგორც ინსტიტუცია, უკვე დახურული იყო. თუმცა მქონდა ჭერი. არ ვიცოდი საჭმლის დამოუკიდებლად მომზადება, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით ვახერხებდი ცხოვრებას.

ამასობაში, სოციალური მუშაკების დახმარებით ჩემი საბუთები მოწესრიგდა და დროებით ერთ-ერთ პანსიონატში გადავედი, შემდეგ კი საოჯახო საცხოვრებელში მოვხვდი. ამჟამადაც აქ ვცხოვრობ. ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო მენახა, როგორია ოჯახური გარემო. აქ ბევრად დამოუკიდებელი გავხდი.

ვისურვებდი, ჩემნაირ ბავშვებსაც ჩემსავით ჰქონდეთ პროფესიული განათლების მიღებისა და ოჯახურ გარემოში ცხოვრების საშუალება.

გიორგი ბაზიერაშვილი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s