‘გავრცელებული ინფორმაცია ზეწოლის შესახებ, ნაჩქარევად არის გაკეთებული, ეფუძნება გადაუმოწმებელ ფაქტებს და სავარაუდოდ, ემსახურება სააგენტოს დისკრედიტაციას’ – ასე სოციალური მომსახურების სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაციის ‘პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის’ განცხადებას გამოეხმაურა.

ორგანიზაციის მტკიცებით, ქმედუუნაროდ აღიარებულ ქალს, მარინე გაბესკირიას სოციალურმა მუშაკმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე უარის თქმა მოსთხოვა.

გაბესკირია საქართველოს მთავრობის დადგენილების ძველი რედაქციის მე-10 მუხლს ასაჩივრებს, რომელიც სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრებ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის უფლებას უზღუდავს. სარჩელში ნათქვამია, რომ ეს შეზღუდვა უკანონოა.

სააგენტო ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ეს სარჩელი მართლაც არის წარდგენილი. უწყების განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი სოციალური მომსახურების სააგენტოა, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის ინტერესების წარმოდგენა, რისთვისაც საჭირო გახდა ამავე პირის პოზიციის დაზუსტება აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ეთხოვა მოსარჩელესათვის მიეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია მითითებულ სარჩელთან დაკავშირებით და გამოერკვია მისი დამოკიდებულება.

გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაწყებულია შიდა მოკვლევა და მიღებული შედეგების მიხედვით განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი მოქმედებები.

აშკარაა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ზეწოლის შესახებ, ნაჩქარევად არის გაკეთებული, ეფუძნება გადაუმოწმებელ ფაქტებს და სავარაუდოდ, ემსახურება სააგენტოს დისკრედიტაციას”.

სოციალური მომსახურების სააგენტო ხაზს იმ ფაქტსაც უსვამს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ ქმედუუნაროდ ცნობილი ქალის პირადი ინფორმაცია, მათ შორის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაამჟღავნა.

აღნიშნული ორგანიზაციისგან და ყველა იმ პირისგან, ვინც ამავე ორგანიზაციაზე დაყრდნობით გაავრცელა შესაბამისი ინფორმაცია, როგორც კანონიერი წარმომადგენელი, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ წაშალონ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი პირის პერსონალური და ყველა ის მონაცემები, რაც შესაძლებელს ხდის ამავე პირის, როგორც პირად, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობის იდენტიფიცირებას.

სოციალური მომსახურების სააგენტო თავად არის დაინტერესებული ამავე საკითხზე სიმართლე დადგინდეს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ დაუზუსტებული და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რომელმაც შესაძლებელია შელახოს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი პირის ინტერესები”, -ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ამ განცხადებას ორგანიზაციამ უპასუხა. PHR-მა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება უწყებამ, მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს, პირველ რიგში, სუბიექტისგან მოიპოვოს სრული ინფორმაცია მისი უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით და კანონმდებლობასთან შეუსაბამობაზე საჯარო განცხადება ამის შემდეგ გააკეთოს.

(C) ’17-ის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s