დღეს ქუთაისის სათემო ცენტრში სპექტაკლი ‘ვაგინა მონოლოგები’ დაიდგმება.

ვაგინა მონოლოგები” ამერიკელი დრამატურგისა და ფემინისტი აქტივისტის, ივ ენსლერის პიესაა. ენსლერმა მონოლოგების პირველი სამუშაო ვერსია 1996 წელს, 200 ქალთან ჩაწერილ ინტერვიუებზე დაყრდნობით დაწერა.

პიესაში ქალის სექსუალობასთან დაკავშირებული პრობლემები იუმორით და ირონიით არის გადმოცემული.

ენსლერი ქალებს საკუთარი სხეულის შეცნობისკენ და სექსუალური თავისუფლების შეგრძნების გზით რეალური დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ მოუწოდებს.

ვაგინა მონოლოგების” ავტორი, ივ ენსლერი, ამ პიესისთვის ობის პრიზით (ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული თეატრალური პრიზი აშშ-ში) დაჯილდოვდა. პიესა ოცდაოთხ ენაზეა თარგმნილი და ოცზე მეტ ქვეყანაში ინსცენირებული. ის, ტრადიციულად, კლუბებში, კაფეებში, სარდაფებში და პატარა დარბაზებში იდგმება.

ქართულ ენაზე ‘ვაგინა მონოლოგები’ ანა რეხვიაშვილმა თარგმნა. საქართველოში მაყურებელმა სპექტაკლი პირველად 2013 წლის 26 ივნისს ნახა.

‘ვაგინა მონოლოგების’ ქართულ ვერსიაში 15 ქალი მონაწილეობს. თითოეული მათგანი მაყურებელს მონოლოგის ფორმატში საკუთარი ვაგინას შესახებ უამბობს. სახალისო ისტორიებს პირქუში და საზარელი ამბები ცვლის. აქ კონკრეტული ქალების სოციალურ, სექსუალურ, ფსიქოლოგიურ პორტრეტებია მოცემული, თუმცა ამ ამბებში საკუთარი თავის ამოცნობა ნებისმიერ ქალს შეუძლია.

წარმოდგენა ქუთაისის სათემო ცენტრში 18 საათზე დაიწყება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s