საბერძნეთის პარლამენტი სამოქალაქო პარტნიორობის საკანონმდებლო დონეზე დამტკიცების საკითხს გადაწყვეტს. კენჭისყრა 22 დეკემბერს გაიმართება. სამოქალაქო პარტნიორობა ამ ეტაპზე მხოლოდ ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის არის ხელმისაწვდომი, ერთი და იმავე სექსის წყვილებისთვის კი შეზღუდულია.

თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, საბერძნეთის კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის დადგენილებასთან, ერთ-ერთ დოკუმენტთან იმ მრავალთაგან, რომელიც ლგბტ წყვილების უფლებებს საერთაშორისო სამართლით აღიარებს.

მრავალწლიანი ლობირების შემდეგ, მმართველმა პარტიამ ‘სირიზა’ წლის დასაწყისში წარმოადგინა წინადადება სამოქალაქო პარტნიორობის დაშვების შესახებ. ბერძნული ლგბტ ორგანიზაცია OLKE-ის საბჭოს, ასევე საერთაშორისო ლესბი და გეი ასოციაციის ევროპის ფილიალის წევრის, კონსტანტინა კოსმიდოუს თქმით, ის ელოდება, რომ საბოლოო კენჭისყრაზე ამ კანონს მხარს ფართოდ დაუჭერენ.

“მე ბედნიერი და კამყოფილი ვარ”, – უთხრა მან Buzzfeed News-ს -’ ეს ჩვენი პირველი მიღწევაა’.

აღნიშული კანონი წყვილებს ქორწინების ყველა უფლებას არ ანიჭებს – ამ ეტაპზე ის დაზღვევისა და მემკვიდრეობის უფლებებს ეხება, მრავალ სხვას კი გამორიცხავს, მათ შორის შვილის ყოლის უფლებასაც. მაგრამ, როგორც კოსმიდოუ ამბობს, ამ ეტაპზე ეს არის ის, რისი გაკეთებაც მთავრობას შეუძლია. მან თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ეს კანონი ძალაში შევა, ლგბტ აქტივისტები დაბრუნდებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რათა მათ მთავრობას სრული თანასწორობა მოსთხოვონ.

წყარო: Buzzfeed News 

(C) ’17-ის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s