ფოტოპროექტი “ძლიერი ქალი – ძლიერი ქვეყანა” გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჩატარდა. როგორც გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ხელმძღვანელი, ოთო გვრიტიშვილი “17”-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში გამოფენა მოეწყო, დაიდგა სოსო ნემსაძის პერფომანსი გენდერული თანასწორობის თემაზე და სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

“თითოეული ფოტო საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს ასახავს და ნათლად წარმოაჩენს მსგავსი მოსაზრებების არამართებულობას. გარდა ამისა, რამდენიმე პროექტში ვართ ჩართულნი. ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად სოციალური და პრობლემატური საკითხების ირგვლივ სხვადასხვა სახის პროექტების განცხორციელებაზეა ორიენტირებული”, – აღნიშნავს ოთო გვრიტიშვილი.

10661946_642022415938105_8448642744092312738_o

“მამა დიასახლისი: დიასახლისი ეს არის სახლის, ოჯახის ტოპ მენეჯერი. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ტოპ მენეჯერების უმეტესობა მამაკაცია, გამოდის, რომ ისინიც თავისუფლად შეძლებენ დიასახლისობას”.

12391066_642022822604731_3420064332850386006_n

“ქალი პარკებით: სტერეოტიპული მიდგომა ოჯახში როლების გადანაწილებასთან დაკავშირებით ხშრად საყიდლებზე სიარულზეც ვრცელდება. ბევრი მამაკაცი ფიქრობს რომ საყიდლებზე სიარული მათი კომპეტენციის სფერო არაა”.

12369040_642025359271144_9022537197182887542_n

“ქალი საჭესთან: ფრთხილად, საჭესთან ქალია?! – დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპია, რომელიც გამოწვეულია საზოგადოების უნდობლობით ქალი მძღოლების მიმართ. თუმცა, ფსიქოლოგების განმარტებით, მანქანის მართვის დროს შეცდომები შეიძლება დაუშვან თანაბრად, როგორც ქალებმა, ასევე მამაკაცებმა და სქესი ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი ფაქტორი არაა. საგულისხმოა ისიც, რომ ქართულ რეალობაში იზრდება ქალი მძღოლებისა და ასევე ქალი მრბოლელების რიცხვი”.

1150200_642029705937376_5630479347867958181_n

“ქალი მშენებელი: ჩვენს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულია სტერეოტიპები ე.წ. “ქალისა და მამაკაცისათვის განსაზღვრული სამუშაო ადგილების შესახებ”. მშენებლობა ერთ-ერთ იმ სფეროთაგანია, რომელიც არ არის ღია ქალებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეის მხარდამჭერებს ხშირად მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა სუსტი ფიზიკური მდგომარეობა მოჰყავთ არგუმენტად, ქალებმა მსოფლიოს მასშტაბით დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ იყვენენ პროფესიონალები, მათ შორის მშენებლობაშიც”.

12366291_642033589270321_2544775372251233111_n

“კაცი სარეცხ მანქანასთან ?! – საქართველოში მკაცრად სეპარირებულია ქალისა და მამაკაცის ვალდებულებები ოჯახში. სამწუხაროდ, დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სარეცხ მანქანასთან ურთიერთობა “მამაკაცის კომპეტენციის სფეროს სცდება”.

 

1510807_642033799270300_6444429074948379097_n

“ჩუუუუუუ! – სიტყვიერი ძალადობა ძალადობის ის ფორმაა, რომელიც ხშირად არც კი არის აღიარებული, როგორც ძალადობის ფორმა. გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, “ქართული სიყვარული ლანძღვაა”, რასაც ხშირად ჩვეულებრივ მოვლენად თვლიან ქალები”.

იხილეთ სრული ფოტოპროექტი

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s