ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენი ქვეყნის ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა, ამოუწურავი რესურსი დიალოგის, თანამშრომლობისა და განვითარებისთვის. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად იყვნენ ჩართული. რელიგიური განსხვავებები ამ მრავალფეროვნების ერთ-ერთი ბუნებრივი მახასიათებელია. მინდა ხაზგასმით განვაცხადო – სახელმწიფო არ შეიწყნარებს რელიგიურ ექსტრემიზმს, ხელს შეუწყობს კონფესიათა შორის დიალოგსა და თანამშრომლობას.
რაც შეეხება ქალთა უფლებების საკითხს, მათი ნახევრის ხმა არ ისმის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში. გამოსავალი ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად ინსტიტუციონალური პირობების შექმნაა.
ჩვენი ფასეულობათა სისტემის ცენტრი არის ადამიანი, ადამიანის კეთილდღეობა, ყოველი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მშვიდობიანი გარემო მისთვის, განვითარების პირობები თითოეული მოქალაქისთვის. სწორედ ამ ფასეულობებმა განაპირობა ჩვენი ხელისუფლების პირველი მონაპოვარი”.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას. 21 დეკემბერი. 2015.
(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ