გეი პატიმრის საქმეზე სასჯელაღსრულების სამინისტრო კომენტარს სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს. ეს ’17’-ს უწყებაში უთხრეს.

საქმე ახალგაზრდა მამაკაცს ეხება, რომელიც სასჯელს სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში იხდის. მან ‘იდენტობას‘ დახმარებისთვის დაახლოებით 1 თვის წინ მიმართა.

ის ამბობს, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო საპატიმროს თანამშრომლების მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლია და თავისი უფლებების აღდგენისთვის სასამართლოში იბრძვის.

პატიმრის თქმით, მას წაართვეს შრომის უფლება, ასევე, დაწესებულების თანამშრომელმა მას სცემა, რაზეც ექსპერტიზაც ჩატარდა და გამოძიებაც მიმდინარეობს, თუმცა იმავე დაწესებულებაში რჩება.

ასევე, იურისტის ცნობით, მან საკანში თვითმკვლელობა სცადა და საპატიმროს თანამშრომელმა ის გადაარჩინა, თუმცა, ვინაიდან ის ე.წ საქათმეშია მოთავსებული, ბადრაგმა მას სხეულზე ხელი არ მოკიდა და იმ თოკით ათრია, რომლითაც ბიჭი თავის მოკვლას ცდილობდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s