სლოვენიამ ქორწინების თანასწორობას მხარი არ დაუჭირა. რეფერენდუმი გუშინ, 20 დეკემბერს ჩატარდა. ხმა ლგბტ ქორწინების წინააღმდეგ ხმა ელექტორატის 63.5%-მა მისცა.

მთლიანობაში რეფერენდუმში მონაწილეობა 620,261-მა ადამიანმა მიიღო.

ქვეყნის მოქალაქეებს უნდა გადაეწყვიტათ, დამტკიცებულიყო თუ არა კანონი ქორწინების თანასწორობის შესახებ, რომელიც სლოვენიის პარლამენტმა 2015 წლის მარტში მიიღო.

რეფერენდუმი კანონის ოპონენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. მათ ქორწინების თანასწორობის წინააღმდეგ 80 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს.

ქორწინების თანასწორობის წინააღმდეგ მათი არგუმენტი იყო ის, რომ ბავშვს სჭირდება დედაც და მამაც და რომ ერთი და იმავე სქესის მშობლები მათთვის საზიანოა.

თუმცა, სლოვენიის გაერთიანებული მემარცხენე პარტიის დეპუტატებმა თქვეს, რომ რეფერენდუმის შედეგი დროებითი რეგრესია.

“ჯერ კიდევ არაფერი დამთავრებულა. ადრე თუ გვიან ჩვენ ამ კანონს მივიღებთ”, – ამბობს დეპუტატი ვიოლეტა ტომიჩი.

სლოვენია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ყველაზე ლიბერალურ ქვეყნად ითვლება, თუმცა აქ ლგბტ უფლებები ჯერ კიდევ სადავოდ რჩება.

ამ კანონის მიღების შემთხვევაში სლოვენია პოსტსაბჭოთა და ცენტრალურ ევროპაში პირველი ქვეყანა გახდებოდა, სადაც მოქალაქეები ქორწინების თანაბარი უფლებით ისარგებლებდნენ.

ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ სლოვენიის მეზობელმა ხორვატიამ ასევე რეფერენდუმით ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების უფლება შეზღუდა.

წყარო: BBC World;

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s