ტრანსგენდერებისთვის, რომლებიც სქესის შეცვლის ქირურგიულ მეთოდებს მიმართავენ, მეცნიერებმა ლაბორატორიაში ხელოვნური პენისები შექმნეს და ამტკიცებენ, რომ უახლოეს მომავალში მისი ტრანსპლანტაცია შესაძლებელი გახდება.

2008 წელს ქირურგ უროლოგმა ენტონი ატალამ და მისმა კოლეგებმა 12 მამრ კურდღელს ბიოინჟინერული პენისები გაუკეთეს. მათი შეჯვარების შემდეგ ოთხი კურდღლის შემთხვევაში გამრავლება მოხდა.

ცხოველებზე წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ, ექიმები იმედოვნებენ, რომ მსგავს ექსპერიმენტს მომავალში ადამიანებზე ჩაატარებენ.

დღესდღეობით, ტრანსგენდერი კაცები და ის კაცები, რომლებმაც თავიანთი პენისი გარკვეული მიზეზების გამო დაკარგეს, სხეულის სხვა ნაწილებიდან პენისის აღდგენის მეთოდს მიმართავენ.

ატალას მეთოდის მიხედვით, იღებენ დონორის პენისს, დებენ ფერმენტებში, რათა გაიწმინდოს დონორის უჯრედებისგან. შემდეგ, პაციენტის უჯრედებს იყენებენ, რათა პროცესს უარყოფითი რეაქცია არ მოჰყვეს.

აღნიშნული პროცედურით კაცს ბიოლოგიური პენისის ქონის შესაძლებლობა ეძლევა.

ექიმები ვარაუდობენ, რომ ადამიანზე მსგავსი პროცედურის ჩატარების საშუალება 5 წელიწადში მიეცემათ.

“ჩვენი საბოლოო მიზანია, შევქმნათ სრული ზომის ორგანო, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი ამოცანა ორგანოს ნაწილობრივი ჩანაცვლება იყო”, – აღნიშნავს ენტონი ატალა.

წყარო

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s