58 წლის მადონა ყვითელი ავტობუსის ერთადერთი ქალი მძღოლია. მას 84 ნომერი ავტობუსით თბილისში მგზავრები გადაჰყავს. მადონა ნაროუშვილი უკვე შვიდ წელზე მეტია, რაც ყვითელი ავტობუსის მძღოლად მუშაობს.

2014 წელს ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს, რომლის რეჟისორიც ნინო გოგუაა. ფილმი მადონას ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს და აკვირდება მადონას გამოცდილებას – აკეთებდე “კაცის საქმეს” პატრიარქალურ საზოგადოებაში.

ფილმის ჩვენება ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში გაიმართა.

როგორც ფილმის რეჟისორი ნინო გოგუა აცხადებს, მან და მისმა გადამღებმა ჯგუფმა მადონასთან ერთად ერთი წელი იმოგზაურა.

“ფილმს ფაქტობრივად ერთი წლის განმავლობაში ვიღებდით, სხვადასხვა სეზონებში იმიტომ, რომ ვიზუალური მხარეც იყო საჭირო. მასალა, რაც შევაგროვეთ 60 საათს აღემატებოდა”, – ამბობს გოგუა.

მამაკაცური პროფესიის არჩევის გამო, მადონას საზოგადოება დაუპირისპირდა. რეჟისორის თქმით, მადონა ნაროუშვილის მიმართ საზოგადოების მხრიდან აგრესია მოდის.

“მადონას აქვს უფლება იყოს მძღოლი. მისთვის ეს პროფესია არც კაცურია და არც ქალური. მადონას მიმართ არის აგრესია, მართალია მას არ ურტყამენ და არ სცემენ, მაგრამ მგზავრები ეუბნებიან – “ბარემ კაცად დაბადებულიყავი”. ეს შეიძლება აგრესია არ არის, მაგრამ დამოკიდებულებაა პრობლემური. სხვა მძღოლებმა არ იციან როგორ მოექცნენ თანამშრომელს, რა ურთიერთობა, რა დამოკიდებულება უნდა ქონდეს მასთან მხოლოდ იმიტომ, რომ ქალია”, – ამბობს გოგუა.

ცნობისთვის, ფილმის “მადონა” საერთაშორისო პრემიერა ნიონის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე – “Visions Du Reel” – გაიმართა. ფილმი ასევე ნაჩვენები იყო ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე – IDFA, ხოლო ეროვნული პრემიერა თბილისის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე შედგა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s