​საპარლამენტო უმცირესობის წევრი, მარიამ საჯაიამ საბერძნეთის პარლამენტის მიერ ლგბტ წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონის დამტკიცება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ უნდა წყვეტდეს ოჯახი ქალსა და მამაკაცს შორის კავშირს ერქმევა თუ ერთი და იმავე სქესის ადამიანების კავშირს.

“17”-თან საუბარში საჯაია აღნიშნავს, რომ საქართველოში მსგავსი კანონის მიღება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა და ამ ყველაფერზე რეალურად საუბარი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა საზოგადოების ცნობიერების დონე ლგბტ ადამიანების მიმართ და ზოგადად, ადამიანების თანასწორობის შესახებ, გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთიც და ჩვენც მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ, ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენს ქვეყანაში უახლოეს მომავალში მსგავსი კანონი მივიღოთ. ვფიქრობ, ჩვენ რუსული მართლმადიდებლობისკენ უფრო ვიხრებით, ვიდრე ე.წ. ბერძნული მართლმადიდებლობისკენ. შესაბამისად, მგონია, რომ საბერძნეთის პარლამენტის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი გავლენას ვერ იქონიებს საქართველოში იმ ადამიანებზე, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებლობის გამო ლგბტ ადამიანების ქორწინების დაკანონება არ შეიძლება”, – აღნიშნა მარიამ საჯაიამ.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლურმა საბერძნეთმა ლგბტ წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონის მიხედვით ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება დააკანონა.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

One Comment

  1. არა გენაცვალე!
    სინამდვილეში არატრადციულმა კავშირებმა არ უნდა ეცადონ, რომ ტრადიციული სახელი არასწორად დაირქვან: ოჯახი არის ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი. სხვა კავშირებმა რაც უნდა ის დაირქვან (თუნდაც კომ-კავშირი) და რამდენი კანონითაც უნდათ იმდენით დააკანონონ.

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s