გამოცემა “17”-მა 26 იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით 108 პარლამენტარი გამოკითხა. პარლამენტის წევრებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე – მათი აზრით, არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა. გამოკითხულ პარლამენტარებს შორის 22 ღიად ჰომოფობია, 57 ჰომოფობიური განწყობებისგან თავისუფალია. 16-მა კითხვაზე პირდაპირ პასუხისგან თავი შეიკავა. პარლამენტის 10-მა წევრმა განაცხადა, რომ კითხვაზე პასუხი არ იციან. ხოლო, “17”-ის კითხვას, ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით, საერთოდ არ უპასუხა 3-მა წევრმა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა 1990 წლის 17 მაისს ავადმყოფობათა კლასიფიკაციიდან ამოიღო. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ კი ჰომოსექსუალობა კვლევების საფუძველზე მენტალური დაავადებების სიიდან 1973 წელს ამოიღო.
არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა – ეს კითხვა “17”-მა თბილისში, ფეხით მოსიარულეებს დაუსვა.
(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები