არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” გენდერსა და ლგბტ საკითხებზე უნივერსიტეტებში საჯარო ლექციებს გამართავს.

პროექტი, რომელიც მიზნად გენდერული და სექსუალობის საკითხებთან დაკავშირებით სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ისახავს, სამი თვის მანძილზე გაგრძელდება და თბილისის გარდა, რეგიონებსაც მოიცავს.

“იდენტობას” განათლების ოფიცერი ლადო ბიწაძე ამბობს, რომ თბილისში, დეკემბრის თვეში, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში ოთხი საჯარო ლექციის ჩატარებაა დაგეგმილი.

“ლექციის თემატიკა გენდერსა და ლგბტ თემს შეეხება. ყველა თემა მეტად საინტერესოა და მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქართველ სტუდენტებში ამ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერება ამაღლდეს”, – ამბობს ბიწაძე.

დეკემბრის თვიდან თებერვლის ბოლომდე სულ 15 საჯარო ლექცია ჩატარდება.

24 დეკემბერს, 13 საათზე საქართველოს უნივერსიტეტის 116-ე აუდიტორიაში თსუ-ის ასოცირებული პროფესორის, მაია მესტვირიშვილის ლექცია ჩატარდება თემაზე – რატომ არის ძლიერი ჰომოფობია საქართველოში.

25 დეკემბერს, 13 საათზე “იდენტობას” იურისტი, ნინო ბოლქვაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში დისკრიმინაციასთან ბრძოლის ადგილობრივ და საერთაშორისო მექანიზმების შესახებ საჯარო ლექციას წაიკითხავს.

ამავე დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 3/5, E 205 აუდიტორიაში ასოცირებული პროფესორის, თამარ გურჩიანის ლექცია ჩატარდება თემაზე – ვის სჯერა ადამიანის უფლებების?

28 დეკემბერს, 13 საათზე, თსუ-ს I კორპუსის 307 აუდიტორიაში ირაკლი ვაჭარაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – სამოქალაქო აქტივიზმი და ადამიანის უფლებების დაცვის ქართული გამოცდილება.

ლექციები გაიმართება პროექტის – “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” ფარგლებში, კანადის მთავრობის ადგილობრივი ინიციატივების მხარდამჭერი ფონდის ხელშეწყობით.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s