საბერძნეთის პარლამენტის 249 წევრიდან 194-მა წევრმა მხარი დაუჭირა ერთი და იმავე სქესის ადამიანების სამოქალაქო პარტნიორობის კანონს.

აღნიშნული კანონი ერთი და იმავე სქესის ადამიანებს იმ უფლებების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს, რომლებითაც აქამდე მხოლოდ დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი წყვილები სარგებლობდნენ. სამოქალაქო პარტნიორობის კანონი საბერძნეთში 2009 წლიდან არსებობდა, თუმცა იგი მხოლოდ ჰეტერო წყვილებზე ვრცელდებოდა. ეს ფაქტი ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დისკრიმინაციულად შეაფასა.

კანონი სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ ლგბტ წყვილს შვილის აყვანის უფლებას არ აძლევს, თუმცა, იგი ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესში ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ადამიანების სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისგან დაცვისკენ არის მიმართული.

“ეს ყველაფერი საბერძნეთის პოლიტიკური დაპირებების რეალური განხორციელების შედეგია. საბერძნეთის მთავრობა საუბრობდა ლგბტ წყვილების აღიარებაზე და მიხარია, რომ ამ მხრივ პოზიტიურ ცვლილებებს ვხედავ”, – აღნიშნა ილგა ევროპის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯოის ჰამილტონმა.

საბერძნეთი  26-ე ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ლგბტ ადამიანებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის კანონი მიიღო.

წყარო

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s