იდენტობას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, WISG-ისა და EMC-ის წარმომადგენლები ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორს, გოჩა ქორაიას შეხვდნენ.

შეხვედრა 2013 წლის 17 მაისის დარბევას, ამასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ასევე შსს-სა და პროკურატურის მუშაობას ეხებოდა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ძალოვნებს თავიანთი შენიშვნები გააცნეს.

‘იდენტობას’ იურისტი, ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ პროკურატურა არაეფექტურია. მისი თქმით, 2013 წლის 17 მაისს პოლიციის მუშაობის შესახებ გამოძიებას იგივე სამმართველო აწარმოებს, რომელიც მაშინ რუსთაველის გამზირზე უსაფრთხოებას იცავდა. პროკურატურა კი, რომელიც ამ გამოძიებას ზედამხედველობს, შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებს.

საქმეს იგივე განყოფილება იძიებს, რომელიც ჩართული იყო უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფაში, ანუ თავიანთი როგორც კანონსაწინააღმდეგო, ისე კანონშესაბამისი ქმედებები უნდა შეაფასონ. ეს კითხვის ნიშნებს აჩენს და არ შეესაბამება ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს”.

რაც შეეხება გამოძიების საფუძვლიანობას, ორგანიზაციები ამბობენ, რომ გამოძიებამ დამნაშავეების იდენტიფიცირება მაშინაც არ მოახდინა, როცა ამის გაკეთება შესაძლებელი იყო.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ პროკურატურას შეუძლებელი უნდა გაეკეთებინა და ყველა ადამიანის იდენტიფიცირება მოეხდინა. მაგრამ ვამბობთ, რომ უწყებამ მინიმუმიც არ გააკეთა. ერთ-ერთმა დაზარალებული თავდამსხმელი პირის გვარი და სახელი დაასახელა, მაგრამ ის დაკითხვაზე ხელმეორედაც არ დაიბარეს. ეს კიდევ ერთხელ აჩენს, როგორია ნება, იყოს ეფექტურად გამოძიებული თუ არ იყოს.

სასამართლოსთანაც გვაქვს პრეტენზია, მიგვაჩნია, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც აქამდე იყო მიტანილი, დამნაშავეების დასჯის შესაძლებლობას იძლეოდა.

სასამართლომ ისინი მხედველობაში არ მიიღო, მაგრამ პროკურატურის მუშაობა მეტად ეფექტიანი რომ ყოფილიყო, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გარდა სხვა გზა არ დარჩებოდა”.

ბოლქვაძე ამბობს, რომ პროკურორმა მათ კითხვებს მხოლოდ ფორმალური პასუხები გასცა და ‘შესვლას მოერიდა’, მაგრამ არასამთავრობოები უწყებასთან თანამშრომლობას მაინც გააგრძელებენ.

კარგია, რომ ისინი უარს არ გვეუბნებიან შეხვედრაზე. ეს უკვე მეორე შეხვედრაა, ერთი ადრეც შედგა საბი ბერიანის საქმის განაჩენის შემდეგ. თანამშრომლობას პოზიტიურად ვაფასებ. თუმცა, ამ ეტაპზე, ვერ ვიტყვი, რომ სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწიფოს თანამშრომლობის პროცესის ორგანიზების გარდა, რამე შედეგი არის”.

იურისტი ამბობს, რომ ამ შეხვედრების მიზანი პროკურატურის ეფექტურობის გაზრდაა.

საპელაციო სასამართლოში, სადაც 17 მაისის საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება, აუცილებელია, სასამართლომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც საქმეში უკვე არის.

პროკურატურაში შეხვედრა გავმართეთ იმისთვის, რომ ჩვენი მოთხოვნები მათ სააპელაციო სარჩელში უფრო კარგად აისახოს და საჩივარი მეტად დასაბუთებული იყოს”, – თქვა ბოლქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე ბრალდებული მამა იოთამი, იგივე ირაკლი ბასილაია და მასთან ერთად ბრალდებული 3 ადამიანი სასამართლომ სრულად გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა 2015 წლის 23 ოქტომბერს მიიღო.

ბრალდებულების წინააღმდეგ გამოძიება 161-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ, ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ხელის შეშლას გულისხმობს.

17 მაისის აქციასთან დაკავშირებით საქმის წარმოება თავდაპირველად ხუთი პირის მიმართ დაიწყო. მოგვიანებით არქიმანდრიტ ანთიმოზზე, იგივე თამაზ ბიჩინაშვილზე სამართალწარმოება შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით თბილისში მშვიდობიანი აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მის მიერ ქუჩაში გამოყვანილმა პირებმა ძალადობრივად ჩაშალეს.

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე, ტაბულა

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s