წმიდა სინოდმა დაადგინა, რომ საგნის “მე და საზოგადოება” პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და აუცილებელია მისი საჯარო განხილვა, რათა გათვალისწინებული იყოს საზოგადოების და სხვა ტრადიციული რელიგიური ჯგუფების აზრიც.

სინოდის სხდომა საქართველოს საპატრიარქოში გუშინ გაიმართა,  ოქმი კი დღეს გამოქვეყნდა.

“მე და საზოგადოება” სასკოლო საგანია, რომლის სწავლებაც, განათლების სამინისტროს გეგმით, 2016-2017 სასწავლო წლიდან უნდა დაიწყოს. პირველ ეტაპზე მას მე-3 და მე-4 კლასელი ბავშვები ისწავლიან, შემდეგ კი სწავლება მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასშიც გაგრძელდება.

უწყების ცნობით, საგანი ბავშვებს საზოგადოებრივი საგნებისთვის საფუძველს მოუმზადებს, რადგან აღმოჩნდა, რომ მე-5 კლასის მოსწავლეებს ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სწავლა უჭირთ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგნის “მე და საზოგადოება” სწავლება დაიწყებოდა, ცნობილი 2015 წლის თებერვალში გახდა. მაშინ გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა თქვა, რომ საგნის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა საკუთარი პიროვნების შეგნება – პიროვნული განვითარება და იდენტობა იქნება.

“მე და საზოგადოება” “სამოქალაქო განათლების” ერთგვარი შესავალია. “სამოქალაქო აღზრდის” სახელმძღვანელოებში პიროვნების არსზე, ღირებულებებზე, სახელმწიფოს მოწყობაზე, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზეა საუბარი. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გაიგონ, რას ნიშნავს ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია.

ამ ეტაპზე განათლების სამინისტროში საგნის სტანდარტზე მუშაობენ. სახელმძღვანელოც ამის შემდეგ შეიქმნება.

ცოტა ხნის წინ საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათთვის ცნობილი გახდა პედაგოგთა გადამზადების სახელმძღვანელოების შესახებ. საპატრიარქოს განცხადებით, ამ წიგნიდან ჩანს, რომ “ეს საგანი “ოჯახსა და ოჯახურ ღირებულებებს, ასევე ქრისტიანულ და ზოგად ადამიანურ პრინციპებს” ეწინააღმდეგება”. მოგვიანებით სამინისტრომ თქვა, რომ სახელმძღვანელო, რომელზეც საპატრიარქო საუბრობს, საერთოდ არ არსებობს.

თუმცა, დაახლოებით 2 თვის წინ მინისტრმა, თამარ სანიკიძემ დაადასტურა, რომ უწყებამ საპატრიარქოს შენიშვნები გაითვალისწინა და პროექტიდან რამდენიმე ტერმინი (გენდერული იდენტობა, სექსუალური ორიენტაცია) ამოიღო. მანვე თქვა, რომ “მე და საზოგადოების” გარდა, სამინისტრო საპატრიარქოს განათლების კომიტეტის წარმომადგენლებს სხვა საკითხებზე რეგულარულად ხვდება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s