ქალთა მოძრაობა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, დროულად ჩატარდეს მაგდა პაპიძის სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და საქმე მიუკერძოებლად, სამართლიანად და ობიექტურად იქნას გამოძიებული.

მოძრაობამ სპეციალური განცხადება პაპიძის საქმეზე გუშინ საღამოს გაავრცელა.

მაგდა პაპიძემ, რომელსაც ბრალად ედება შვილისა და ქმრის მკვლელობა, 22 დეკემბერს განაცხადა, რომ მას პოლიციელები დამამცირებლად და არაადამიანურად მოეპყრნენ, რაც გამოიხატებოდა ცემაში, მუქარასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში. მაგდა პაპიძეს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში და ის რისხვისა და სიძულვილის ობიექტად იქცა როგორც მთელი საზოგადოების, ისე, სავარაუდოდ, სამართალდამცავების მხრიდან. როგორც ქალი, ის კიდევ უფრო მეტადაა ძალადობის სამიზნე. მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს მართლმსაჯულების სისტემამ ყველაფერი უნდა იღონოს საიმისოდ, რომ არ მოექცეს საზოგადოების განწყობის და ემოციების გავლენის ქვეშ და ბრალდებული მიუკერძოებლად და სამართლიანად გაასამართლოს.

არაადამიანური მოპყრობისა და წამებისგან დაცულია ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პატიმარიც. მაგდა პაპიძეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ ცნობები სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული პროკურატურის მიერ. საქართველოს სახალხო დამცველს მოვუწოდებთ, მოინახულოს პატიმარი. დროულად უნდა ჩატარდეს სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა აღნიშნული ცნობების სათანადო გამოძიებისა და დოკუმენტირებისათვის.

მაგდა პაპიძეს მიმართ არაერთხელ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. არც სახელმწიფო სტრუქტურები, არც მედია და არც საზოგადოება არ ელოდებიან სამართლიანი სასამართლოს შედეგებს და ბრალდებულს “მკვლელად” მოიხსენიებენ.

მოვითხოვთ მაგდა პაპიძის საქმის სრულყოფილ გამოძიებას, მათ შორის მის მიმართ განხორციელებული შესაძლო ოჯახში ძალადობის ისტორიის შესწავლას. აუცილებელია მამა-შვილის მკვლელობის სამართლიანი და სათანადო გამოძიება და დამნაშავის კანონის შესაბამისად დასჯა” , – ნათქვამია განცხადებაში.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s