არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობა ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2015 წლის 24 დეკემბერს გავრცელებული საშობაო კლიპი ეკუთვნის არა “ლგბტ საქართველოს” არამედ გათბობის კომპანია “საგას” და ლგბტ საქართველო მათ სარეკლამო მახეში გაება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“არასამთავრობო ორგანიზაცია ,,LGBT საქართველოს” შობა-ახალი წლის მილოცვა, რომელიც 2015 წლის 24 დეკემბერს ინტერნეტით გავრცელდა, სინამდვილეში წარმოადგენს  ,,საგას”  სკანდალური და საყოველთაოდ გაკრიტიკებული სარეკლამო კამპანიის მესამე  სერიას.  ჰომოფობიური კლიპის შესახებ სტატია მარკეტერზე ნოემბერში განთავსდა და თავდაპირველად ,,შემწყნარებლობა ექსკლუზიურად მარკეტინგზე” ერქვა. კლიპის ჩაშვება დეკემბერში იგეგმებოდა. თუმცა, პირველი კლიპის შემდეგ, სადაც მცირეწლოვანი ბავშვის უფლებების დარღვევა სახალხო დამცველმა დაადგინა, საგას კამპანია შეწყდა, ხოლო ,,LGBT საქართველოს” აღნიშნული ვიდეო იმ მიზნით აჩუქეს, რომ სოციალურ ქსელში მაინც გავრცელებულიყო. სამწუხაროდ, ლგბტ საქართველომ არ გაამხილა თუ საიდან აღმოჩნდა აღნიშნული ვიდეო მათ განკარგულებაში, თუმცა იდენტობამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომ ე.წ. “საჩუქარი”, სინამდვილეში “საგას” მარკეტინგული კამპანიის ნაწილია. ჰომოფობიური კლიპის შესახებ რეკლამა “მარკეტერზე” ნოემბრის თვეში იყო განთავსებული და მოგვიანებით წაიშალა.

,,საგას” მესამე სერიის ვიდეოში დამამცირებლადაა გამოყვანილი მანერული (გეი) ადამიანი. ვიდეო ხელს უწყობს სტერეოტიპების გაღვივებას. კლიპი ქმნის მცდარ შეხედულებას, თითქოს ფემინური გეები არიან გეი თემის სტანდარტული სახე, რომ ეს დასაცინია და რომ მათი ,,ამოცნობა” ერთი შეხედვითაც შეიძლება.  სინამდვილეში, გეი კაცები აუცილებლად, ზოგადად და მხოლოდ ფემინურები არ არიან.  ისინი შეიძლება იყვნენ მასკულინურები, ფემინურები, შავგრემნები, ქერები, ‘მანერულები’ და ‘არამანერულები’. აღნიშნული ვიდეოთი ადამიანების დისკრიმინაციული გამორჩევას აქვს ადგილი.  ვიდეოს სათაური და მთლიანი სიუჟეტი საუბრობს იმაზე, რომ მხოლოდ შემწყნარებელს შეუძლია მანერული ადამიანი ჯოჯოხეთში არ ,,გაუშვას”.

,,საგას სარეკლამო სერია – სექსუალური აღზრდა, წარმოადგენდა ბავშვზე ძალადობრივ ზეწოლას და უხეშად არღვევდა ბავშვის უფლებებს.  სახალხო დამცველი, “საგას” რეკლამის შეწყვეტისაკენ მოუწოდებდა ბავშვის უფლებების, მისი ჭეშმარიტი ინტერესებისა და არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმის ძალადობისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით.

იდენტობა მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ლგბტ საქართველოს” სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ აღკვეთოს ჰომოფობიური ფილმის ბრმა და დაუფიქრებელი ტირაჟირება, კარგად დაფიქრდეს “უფასოდ ნაჩუქარი” კლიპის რეალურ მიზნებზე, არ გაებას “საგას” მარკეტინგულ ხაფანგში და ნებსით თუ უნებლიედ, არ შეუწყოს ხელი ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციას.” – ნათქვამია იდენტობას მიერ  2015 წლის 24 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

lgbt saqartvelos

lgbt saqarvetvelo 1

lgbt saqartvelos 2

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s