მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში აღმოაჩინეს ძუ ლომი, სახელად მამორირი, რომელიც ორივე სქესისთვის დამახასიათებელ თვისებებსა და უნარებს ავლენს.

ექსპერტების თქმით, ძუ ლომმა ბუნებრივად, ხელოვნური ჩარევების გარეშე შეიძინა მამრი ლომისთვის დამახასიათებელი თვისებები და ქმედებები, რათა გადარჩენილიყო. ამის გამო, მას მამრი ლომის მსგავსი ფაფარი და მასკულინური ღრიალი განუვითარდა.

მამორირი მეცნიერებმა 2012 წელს აღმოაჩინეს და მაგრამ ფიქრობენ, რომ ის ერთადერთი გენდერულად ფლუიდური ლომი არ არის. ვარაუდობენ, რომ გარემოსთან სრულყოფილი ადაპტაციის გამო, მსგავსი მახასიათებლებით კიდევ 4 ლომი არსებობს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასეთი ევოლუციური ფენომენი შემდეგ თაობებშიც გაგრძელდება, რაც გარემოსთან სრული ადაპტაციიდან გამომდინარეობს.

გარემოსთან ადაპტაციისა და გადარჩენის გამო, მსგავსი ტიპის ევოლუცია გვხვდება მამრ ირმებში, რომლებსაც რქები აღარ ეზრდებათ.

მოსაზრება, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობა არაბუნებრივია, ხშირად ლგბტ ადამიანების უფლებების წინააღმდეგ არის გამოყენებული, თუმცა, იმას, რომ ეს ყოველივე მცდარი მოსაზრებაა, ცხოველთა სამყაროც ამტკიცებს.

წყარო

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s