ორგანიზაცია “ცხოველთა მეგობრები“, რომელსაც რუსთავში ძაღლების თავშესაფარი აქვს, ფინანსურ დახმარებას ითხოვს.

ამ ეტაპზე თავშესაფარში 22 ძაღლი ცხოვრობს, მათ შორის ჯესიც, რომლის ამბავსაც  “ცხოველების მეგობრები” ავრცელებს.

2014 წლის 15 იანვარს ერთ-ერთი ბინის სარდაფში 10 ლეკვი გაჩნდა. რამდენიმე დღეში წვიმის გამო სარდაფი დაიტბორა. დედამ 7 ლეკვის წყლიდან გამოყვანა შეძლო, 3 მათგანი კი, მათ შორის ჯესიც, მეორე დღეს ამოიყვანეს. ძაღლი ხელოვნური სუნთქვითა და მასაჟით გადარჩა.

10 ლეკვიდან 4 დაიღუპა, 6 კი გაჩუქდა. თუმცა, ჯესი მალე თავშესაფარში მიიყვანეს, რადგან ენტეროვირუსი შეეყარა და მისი მოვლა არავინ ისურვა. მოგვიანებით ჭირიც შეხვდა, რამაც უკანა ფეხები წაართვა. ამასობაში კი მისი დედა ცოფით მოკვდა. ჯესის განაჩენიც  ევთანაზია იყო, თუმცა ის გადარჩა.

ახლა ჯესი, ჯანმრთელი და უზარმაზარი 22 სხვა ძაღლთან ერთად რუსთავის თავშესაფარში ცხოვრობს.

თუმცა, ორგანიზაციას მათი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მწირი ბიუჯეტი აქვს. “ცხოველთა მეგობრები” ფინანსურ დახმარებას სწორედ ამიტომ ითხოვს.

დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე ჩარიცხონ:

1) ფეი ბოქსი—სხვადასხვა—-ქველომოქმედება—ცხოველთა მეგობრები.

2) ს.ს.““თიბისი ბანკის““ ქვემო ქართლის რეგ.ფილიალი
საბანკო კოდი – TBCBGE22
მიმღების დასახელება – ააიპ ცხოველთა მეგობრები
ანგარიშსწორების ანგარიში– GE71TB7335236080100001

3)სს ““საქართველოს ბანკი““
საბანკო კოდი-BAGAGE22
მიმღები : ააიპ ცხოველთა მეგობრები
ანგარიშის ნომერი: GE96BG0000000921265700

4) სს “ლიბერთი ბანკი”
საბანკო კოდი LBRTGE22
მიმღები “ცხოველთა მეგობრები”
ანგარიშის ნომერი GE74LB0115141308130000

5) PAYPAL—– Animals_friends@yahoo.com

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s