მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მათი საერთო საკუთრებაა – იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტო საინფორმაციო კამპანიის ‘გენდერი და საკუთრება’ ფარგლებში მორიგ ვიდეოს ავრცელებს.

რეესტრი ხაზს უსვამს საქართველოში გავრცელებულ აზრსა და პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ცოლ-ქმრის ქონება მხოლოდ ქმარს ეკუთვნის და ამბობს, რომ ამ სტერეოტიპს კაცებიც და ქალებიც თანაბრად იზიარებენ.

მაგრამ, საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ასევე, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

საჯარო რეესტრის საინფორმაციო კამპანია ‘გენდერი და საკუთრება’ მიზნად საკუთრების განაწილებისას გენდერული თანასწორობის პრინციპების და თანაბარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s