2015 წელი ლგბტ თემისთვის მნიშვნელოვანი იყო.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირლანდიაში ლგბტ ქორწინება დაკანონდა, ისეთ ქვეყნებში კი, როგორიც მაგალითად მოზამბიკია, სადაც ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია, ამ წელს მრავალი რამ ჰომოსექსუალთა უფლებების სასარგებლოდ შეიცვალა.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ცნობილმა ლგბტ ადამიანებმა თავიანთი პოპულარობა თემის წევრების მიმღებლობის გაზრდისთვის გამოიყენეს.

მაგალითად, რუბი როუზი

ruby rose

რუბი როუზი

სერიალის Orange is the New Black ქვიარი მსახიობი ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავია მათ შორის, რომელიც დაქამინგაუთდა, როგორც გენდერულად ფლუიდური.

2015 წლის ოქტომბერში, MTV-ის ევროპის მუსიკალურ დაჯილდოებაზე მისალმებისას მან აუდიტორიას ასე მიმართა: ‘მოგესალმებით ქალბატონებს, ბატონებს და ნებისმიერი გენდერული იდენტობის მქონე ადამიანს”.

იო თაილეთ რაითი

იო თილეთ რაითი

იო თაილეთ რაითი

არტისტმა და ინსტაგრამის ვარსკვლავმა, იო თაილეთ რაითმა 2015 წელს ინსტაგრამზე თვითიდენტიფიცირების პროექტი დაიწყო. ფოტო უნდა გადაეღოთ იმათ, ვინც თვლიდა, რომ 100%-ით ჰეტეროსექსუალი არ არის.

ამ აქციის ფარგლებში ფოტო ჯონი დეპის თინეიჯერმა ქალიშვილმა, ლილი როუზმაც გადაიღო.

ელენ პეიჯი

მარჯვნივ ელენ პეიჯი

მარჯვნივ ელენ პეიჯი

ღიად გეი მსახიობი, ელენ პეიჯი აგვისტოში, აიოვას შტატში მიღებული კანონის გამო, რომელიც ლგბტ თემის დისკრიმინაციას ახდენს, პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, ტედ კრუზს დაუპირისპირდა.

კეილტინ ჯენერი

caitlyn jenner

კეიტლინ ჯენერი

2015 წელი ნამდვილად კეიტლინ ჯენერის წელი იყო. 65 წლის ყოფილი ოლიმპიელი ივნისში, Vanity Fair-ის პირველ გვერდზე გამოჩნდა და მალევე, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი ადამიანი გახდა.

წყარო: The Independent

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s