მარო მაყაშვილი პირველი ქალია, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. საქართველოს პრეზიდენტმა გარდაცვალების შემდეგ მას ეროვნული გმირის ორდენიც მისცა.

ცერემონია ოქროყანაში, იმ ადგილას გაიმართა, სადაც 1921 წელს, იუნკრებთან ერთად, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიასთან ბრძოლაში 19 წლის მარო მაყაშვილი დაიღუპა.

მარო მაყაშვილი, რომელიც იმ ახალგაზრდა იუნკერებთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, გახდება პირველი ქალბატონი და მიენიჭება ეროვნული გმირის წოდება”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

მარო მაყაშვილი პოეტის, კოტე მაყაშვილისა და ეკატერინე გაბაშვილის შვილის, თამარის შვილი იყო.

უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი, მარო მაყაშვილი წითელ ჯვარში 1921 წლის 17 თებერვალს ჩაეწერა, 19 თებერვალს კი დაიღუპა.

მისი მამა, კოტე შვილზე წერდა:

მარო მაყაშვილი დაიბადა 1901 წლის 25 მარიამობისთვეს. მისი მშობლები არიან თამარი (ეკატერინე გაბაშვილის ასული) და  კონსტანტინე მაყაშვილები. სწავლობდა ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომელიც დაასრულა 1919 წელს და შემდეგ ქართულ უნივერსიტეტში შევიდა სიტყვიერების, სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე. ბუნებით უხვად დაჯილდოებული, ცოცხალი და გამჭრიახი მარო მასთანვე იყო მორცხვი, კდემამოსილი და გულკეთილი. ქართული ლიტერატურა ზედმიწევნით იცოდა, სწერდა მშვენიერის ქართულით და იმედს იძლეოდა, რომ ჩინებული მწერალი გამოვიდოდა მომავალში“.

დაახლოებით 2 წლის წინ ლიტერატურის მუზეუმმა მარო მაყაშვილის დღიურის ახალი გამოცემა დაბეჭდა. მასში მარო მაყაშვილი თავის თავსა და საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს.

საქართველოს სულ 16 ეროვნული გმირი ჰყავს – მარო მაყაშვილი, ამბროსი ხელაია, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ფერაძე, გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინტრაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, მიხაკო წერეთელი, ჟიული შარტავა, ზაზა დამენია, ზურაბ იარაჯული, გიორგი ანწუხელიძე, ლეხ კაჩინსკი და ჯონ მაკკეინი.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s