პარტიზანი მებაღეები 27 დეკემბერს ვაკის პარკში აქციას გამართავენ. ისინი ინვესტორის მიერ ვაკის პარკში მშენებლობის განახლებას გააპროტესტებენ.

ამასთან დაკავშირებით მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერიისა და არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანეს. პარტიზანი მებაღეები ამბობენ, რომ მიუხედავად მერიის მხრიდან არაერთი დაპირებისა, 2016 წლიდან ვაკის პარკში ინვესტორის მიერ მშენებლობა განახლდება.

2 წლის წინ თბილისის მერიამ პარტიზან მებაღეებს უთხრა, რომ ინვესტორთან ადგილმონაცვლეობის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობდა, რის გამოც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. თუმცა, როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნატა ფერაძე ამბობს, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. მისი თქმით ვაკის პარკში მშენებლობის განახლება დამღუპველი იქნება არა მხოლოდ ეკოლოგიურად, არამედ ეკონომიკურადაც.

“ ჩვენ გვაქვს არაერთი დასკვნა, თუ რამდენად დამღუპველი იქნება ამ ადგილზე მშენებლობა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი ეკონომიკურადაც დამღუპველი იქნება. ინვესტორი ახლა ნახავს მოგებას, მაგრამ სამომავლოდ მთელი ვაკის უბნის ფასი დავარდება. მოსახლეობაში არ ჩატარებულა დიდი მასშტაბის გამოკითხვა. ჩვენ რა გამოკითხვაც ჩავატარეთ, იმის თანახმად მოსახლეობისთვის სარეკრეაციო ზონის არსებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სასტუმროს აშენება”, – აღნიშნა ნატა ფერაძემ.

ადვოკატის, ნინო სოსელიას თქმით, აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვა 2016 წლის თებერვალში არის დაგეგმილი.

“მთავარი სადაო საკითხი არის ის, რომ სამშენებლო კომპანიისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება უკანონოდ არის გაცემული. საქმეში არსებობს არაერთი ექსპერტის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ ეკოლოგიური და რეკრეაციული თვალსაზრისით დაუშვებელია კონკრეტული მშენებლობის განხორციელება. გარდა ამისა, გაცემული ნებართვა ეწინააღმდეგება სივრცით ტერიტორიული მოწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას, ეწინააღმდეგება მშენებლობის ნებართვის წესს, დარღვეული არის ძალიან ბევრი სამართლებრივი საკითხი, რაც ამ მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის საფუძველია და იმედი გვაქვს, რომ ეს ყოველივე ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება”, – აღნიშნავს ადვოკატი, ნინო სოსელია.

შეგახსენებთ, რომ აქცია 27 დეკემბერს, 15:00 საათზე ვაკის პარკში გაიმართება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s