“ლუბლიანას ქუჩაზე, რესტორნების მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვს მანქანამ დაარტყა და ის ადგილზე გარდაიცვალა”, – ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქზე გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგონა ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა.

შსს-ს პრესსამსახურმა გამოცემა “17”-ს ფაქტი დაუდასტურა და განუცხადა, რომ ავტომანქანა ქვეით გოგონას შეეჯახა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ხოლო, იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s