“მერია, შეგვისრულე დანაპირები”, “მე აგირჩიე ბატონო მერო და მევე გადაგირჩევ”, “ამოიღე ხმა, ქალაქი შენია”, შეცვალე პოლიტიკა, კლიმატის ნაცვლად” – ამ და სხვა მოწოდებებით “პარტიზანმა მებაღეებმა” ვაკის პარკში აქცია გამართეს და ინვესტორის მიერ მშენებლობის განახლება გააპროტესტეს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიისგან დანაპირების შესრულება მოითხოვეს.

პარტიზანი მებაღეები ამბობენ, რომ მიუხედავად მერიის მხრიდან არაერთი დაპირებისა, 2016 წლიდან ვაკის პარკში ინვესტორის მიერ მშენებლობა განახლდება.

გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ 2 წლის წინ თბილისის მერიის განცხადებით, ინვესტორთან ადგილმონაცვლეობის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობდა, რის გამოც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. თუმცა, როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნატა ფერაძე ამბობს, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია, ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობა ამ დღეებში უნდა დაიწყოს. პროექტს კომპანია “ტიფლის ბიზნეს ჯგუფი” განახორციელებს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s