“ილაპარაკეთ გოგონებო! თქვენი ხმა – ეს თქვენი უფლებაა”, – ამ ლოზუნგით გორელ ფოტოგრაფთა კლუბი ხვალ, 28 დეკემბერს ფოტოგამოფენას გამართავს.

ღონისძიება პროექტის “გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კვირეული” ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წევრი, ოთო გვრიტიშვილი “17”-თან საუბარში ამბობს, რომ ღონისძიების ფარგლებში 20 ფოტო იქნება წარმოდგენილი, რომელიც საქართველოში ქალის მიმართ დამოკიდებულებას ასახავს.

“გამოფენა გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გაიმართება. ფოტოებზე ასახულია ის სტერეოტიპები, რომელიც ამ თემას ახლავს თან, მაგალითად – ქალი ვიცი სამზარეულოში, ქალი საჭესთან არ შეიძლება და ა.შ.

ასევე, გაიმართება ფილმის ჩვენება, რომელიც საქართველოში ქალთა მიმართ დამოკიდებულებას ასახავს”, – ამბობს გვრიტიშვილი.

ღონისძიება კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრისა და გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ორგანიზებით გაიმართება.

“გენდერული ნიშნით ძალადობა საზოგადოებისთვის კვლავ ტაბუირებული თემაა. ქალების წინააღმდეგ კი კვლავ ხორციელდება ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური თუ ეკონომიკური ძალადობა. მიუხედავად ამისა, ძალადობის მსხვერპლი ქალების უმეტესობა არ საუბრობს ამ პრობლემის შესახებ. ილაპარაკეთ გოგონებო! თქვენი ხმა – ეს თქვენი უფლებაა”, – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ცნობით, 2015 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში ოჯახში ძალადობის 747 ფაქტი დარეგისტრირდა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 346. შესაბამისად, მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით 401-ით (115.9%) მეტი საოჯახო დანაშაული მოხდა/აღირიცხა.

ასევე, შსს-ს ინფორმაციით, 2015 წლის ოქტომბრის თვეში ოჯახში ძალადობის 64 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულმა დანაშაულმა, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 3.23%-ით იმატა.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s