ქუჩაში მომუშავე 13 წლის გოგონა, რომელიც ავტომობილის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა სიაში არ იყო –  ამის შესახებ გამოცემა “17”-ს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა, მარი წერეთელმა განუცხადა.

წერეთელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ქუჩაში მომუშავე ბავშვების სრული აღწერა ვერ ხერხდება. 

“ჩვენი მობილური ჯგუფი ქუჩაში დღის პირველ ნახევარში და საღამოს გადის ხოლმე, რომ ამ ბავშვების ვინაობა დაადგინონ და აღწერონ. თუმცა, ბავშვები ათასნაირები არიან. მაგალითად, არიან ბავშვები, რომლებსაც მშობლები ჰყავთ და ასეთ დროს ოჯახებს ვაძლიერებთ, რათა ქუჩაში არ გამოვიდნენ; არიან ბავშვები, რომლებიც დღე მუშაობენ; არიან ბავშვები, რომლებიც ღამე მუშაობენ; არიან ბავშვები, რომლებიც მუდმივად არ მუშაობენ. რეალურად, მე რამდენადაც ვიცი, ეს ის ბავშვია, რომელიც ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული არ იყო. სავარაუდოდ, იგი ქუჩაში მუდმივად მომუშავე არ იყო”, – აღნიშნავს მარი წერეთელი.

შემთხვევა 26 დეკემბერს მოხდა. 13 წლის ქუჩაში მომუშავე გოგონა, ავტომანქანის შეჯახების შედეგად, გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ხოლო, იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s